ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა მონაწილეობა მიიღო უკრაინის საკითხზე ვიდეოკონფერენციაში, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უმასპინძლა.
ვიდეოკონფერენციაში ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი, პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა, რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი და იაპონიის პრემიერ-მინისტრი ფუმიო კიშიდა მონაწილეობდნენ.
ლიდერებმა დაგმეს რუსეთის ამჟამინდელი თავდასხმა აღმოსავლეთ უკრაინაში ფრონტის ხაზის გასწვრივ. ლიდერებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ პრეზიდენტმა პუტინმა დაუყოვნებლივ უნდა დაასრულოს ომი და ისინი შეთანხმდნენ მოსკოვისთვის კიდევ უფრო მაღალი ხარჯის დაკისრების მნიშვნელობაზე.
გენერალურმა მდივანმა კოლეგებს მიაწოდა ინფორმაცია ნატოს შეკავებისა და თავდაცვის გასაძლიერებლად სამუშაოების შესახებ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატო გააკეთებს ყველაფერს, რაც საჭიროა ყველა მოკავშირის დასაცავად.