“ერთად, მწყობრით, რუსული მარშით რომ იარონ “პუტინის გემისკენ” ხომ დაისვენებს ეს ქვეყანა” – ჩარკვიანი

0
546
32 Views

“ახლა ვფიქრობ, რა იდიოტი უნდა იყო, სრული იდიოტი, რომ რუსეთის სიდიდის ქვეყანა გქონდეს (“მენდელეევის ცხრილით” – ნედლეულით) 25 წელი თავზე “აჯდე” ამ ქვეყანას ,მეფობდე, ხალხი მშიერი გყავდეს, მათი სიმდიდრით ქვეყნიდან ნაძარცვი რესურსით ტრილიონი გქონდეს, ციმბირიდან დაწყებული ყველა სოფელს ღატაკად აცხოვრებდე, კორუფცია მძვინვარებდეს ყველა რგოლში და ლპებოდეს ქვეყანა იხრწნებოდეს კორუფციაში და შენ- ხელისუფალს გეგონოს, რომ რომელიმე რგოლში კორუფცია არ არის და მითუმეტეს ჯარში -გახრწნილ გენერალიტეტში და კვლავაც ძლევამოსილი გეგონოს თავი და მუდმივად სხვა ქვეყნბს (თან მეზობლებს) უვარდებოდე მიწის და დამოუკიდებლობის წასართმევად და გასაჟლეტად……
ჰოდა, ეს გავიგე ბატონო, მაგრამ აი ამ შეშლილ იდიოტს რომ კიდევ ემხრობიან და ვისაც ძლევამოსილი ეგონა, თავადაც რომ იდიოტები არიან, ესეც ხომ ფაქტია!
ჰოდა, ერთად მწყობრით, რუსული მარშით რომ იარონ “პუტინის გემისკენ” ხომ დაისვენებს ეს ქვეყანა
თან გემის “დაძირვის” ნუ შეეშინდებათ, ისედაც ხომ ფსკერზე არიან არა?!”

დეპუტატი, თაკო ჩარკვიანი; სოციალური ქსელი

Cesko