ამათზეა ნათქვამი: “ისეთი ვინმეა, სამარეში სუდარას მოიპარავსო” – მაია ელოშვილი ნაცმოძრაობაზე

0
866
61 Views

მიხეილ სააკაშვილის რევოლუციური გეგმებიდან – მისი ჯანმრთელობის გაუარესებამდე, ერთი ნაბიჯია. ხან – ხელისუფლებას ატრიალებს, ხან – თავად ვერ ტრიალდება და მკურნალობას ითხოვს…
დღეს, მისმა ადვოკატმა ბრძანა: მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა “დამძიმდაო”.
უკაცრავად, როდის იყო ფარფატა და მსუბუქი?
ჩემი აზრით, მეოთხე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაც არ არის მთლად საამაყო.
მარგველაშვილი, პუტინის “გოლდენ ქარდ” ნაყოფიასთან ერთად უკრაინაში ჩავიდა, იხალისა, სურათები გადაიღო და განაცხადა: მე და მიშამ ერთად გადავწყვიტეთ კიევში ჩამოსვლა. საპრეზიდენტო-შიდა სატელეფონო ხაზით ვურთიერთობთ (❗) და ახლა რომ პრეზიდენტი ვიყო, აუცილებლად შევიწყალებდი პუტინის პატიმარსო.
მკაცრად ნუ განსჯით, მეგობრებო! მთვრალი არ არის, დალეულია და ვერ გაერკვა, მიშასთან ერთად ომშია თუ ქორწილის მაყრიონში.
ამასობაში, კიევში დასაქმებულმა ნაცმა – უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილმა მოადგილემ, დავით საყვარელიძემ, ანტი-ამერიკული და ზედმეტად პუტინისტური განცხადება გააკეთა: ამერიკას არ აწყობს ამ ომის მალე დამთავრება. ამიტომ, იმდენ იარაღს აწვეთებს და აწვდის უკრაინას, რომ ურდოს მოგერიება შეძლოს, მაგრამ შეტევაზე არ გადავიდეს. (❗) ეს კი, ზღვაში წვეთია. ამერიკა არ ზარალდება ეკონომიურად, ისე როგორც დასავლეთ ევროპა. პირიქით, ამერიკის მიერ ევროპისთვის გაზის მიწოდება უფრო იზრდება. ამიტომ, ის არ ჩქარობს ომის დამთავრებას 2 კვირაში, ან 1 თვეშიო…
რაღა ჟირინოვსკის ვოიაჟი ამ ქვეყნიდან-იმ ქვეყნამდე და პირიქით, და რაღა, ნაცკრიმინალების რუსეთ-ამერიკას შორის დაუმთავრებელი “მიდი-მოდი”.
ჟირინოვსკის მოწოდება: გაუფრთხილდით სააკაშვილს! კიდევ გამოგვადგება რუსეთისთვის სასარგებლო საქმეების კეთებაშიო, ვის ახსოვს პუტინის გარდა…
როგორი დაუნდობლები ხართ, ბატონებო! ასე, ერთი შეხვედრით, ნაცმკვლელთა “ღვაწლის” წყალში გადაყრა როგორ დაუშვით?
ერთმანეთთან ჩახუტება და სელფი რაღა საჭირო იყო? დამძიმდებოდნენ თქვენი შემხედვარე, აბა რა იქნებოდა?
არადა, რამდენი იწვალეს… იპოზიორეს იარაღით, ტანკით, “ისელფავეს”, “იბრძოლეს”, იხალისეს, სანგარში ჩახტნენ-ამოხტნენ, ფბ-ზე გადმოფინეს სურათები და “ჩვენო გმირებო, მშვიდობით დაბრუნდით” აწერინეს სექტანტებს.
ადამიანის სისხლზე დაგეშილი, თანამედროვე ქართული ფაშიზმის ფუძემდებლები, დემოკრატიის სახელით რომ კლავდნენ, აწამებდნენ, იჭერდნენ, ძარცვავდნენ საკუთარ მოქალაქეებს, ახლა – უკრაინელთა ცხედრებზე პოლიტიკურ ქულებს იწერენ…
ამათზეა ნათქვამი: “ისეთი ვინმეა, სამარეში სუდარას მოიპარავსო”.
მოიპარონ, მხოლოდ პოლიტიკურ სამარეში და ალალ იყოს…
P.S. წინა პოსტში ვწერდი, რომ ოცნების დეპუტატების ნაცებთან ერთად უკრაინაში წასვლა, იყო შეცდომა და სჯობდა, ბატონი პაპუაშვილი წასულიყო ნაცების გარეშე. ასეც მოხდა.
ამასთან, გამოვთქვი ვარაუდი, რომ შალვა პაპუაშვილის უკრაინაში ვიზიტის შემთხვევაში, ნაცების მხრიდან მოსალოდნელი იყო კიდევ ერთი პროვოკაცია, რაც ასევე დადასტურდა. სუს-ის განცხადებით, მზადდებოდა თავდასხმა პაპუაშვილზე, რის შესახებაც ინფორმაცია მიეწოდა უკრაინის შესაბამის სამსახურებს. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.

მაია ელოშვილი; სოციალური ქსელი

Cesko