უკრაინაში დავით სერგეენკო, არჩილ თალაკვაძე და ბექა ოდიშარია ჩავლენ

April 12, 16:09
0
386

“ქართულმა ოცნებამ” უკრაინაში ვიზიტი გადაწყვიტა – ომში მყოფ ქვეყანაში დავით სერგეენკო, არჩილ თალაკვაძე და ბექა ოდიშარია ჩავლენ.

ირაკლი კობახიძის თქმით, უკრაინაში გამგზავრების სურვილი უმრავლესობიდან ბევრ დეპუტატს აქვს, თუმცა რამდენი დეპუტატი გაემგზავრება, უცნობია.

როდის შედგება ვიზიტი, “ქართული ოცნების” თავმჯდომარის თქმით, ამასთან დაკავშირებით უკრაინული მხარისგან პროტოკოლური ინფორმაციის მიღებას ელიან.

“საპარლამენტო გუნდმა უკვე გამოხატა მზადყოფნა უკრაინაში ვიზიტისთვის და რასაკვირველია, როდესაც ამის შესაძლებლობა იქნება გავემგზავრებით, რათა მივუსამძიმროთ კიდევ ერთხელ უკრაინას, ის მძიმე ადამიანური დანაკარგები, რაც ამ ომს თან ახლავს”- თქვა არჩილ თალაკვაძემ.

მოკლე კომენტარი გააკეთა დავით სერგეენკომაც. მისი თქმით, ვიზიტი სავარაუდოდ, კვირის ბოლოს შედგება:

“ვიზიტი ალბათ, ამ კვირის ბოლოს შედგება, დეტალებზე მოლაპარაკებები ახლა მიდის. მე ყოველთვოს დიდი სურვილი მქონდა და ახლაც, ვფიქრობ, რომ ვიქნები დელეგაციაში”- თქვა სერგეენკომ.

Cesko