რუსული მედიის ცნობით, რუსეთში ვალერი მელაძის ქვეყნიდან გაძევებას და მისთვის ჯილდოების ჩამორთმევას ითხოვენ

0
434
27 Views

რუსეთში მოღვაწე ქართველმა მომღერალმა, ვალერი მელაძემ უკრაინაში ომი და რუსეთის ხელისუფლების ქმედება ღიად გააკრიტიკა. ამ განცხადებამ საზოგადოება აღაშფოთა და მომღერალი კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა. ამის შესახებ რუსული მედია წერს.

„ბევრი მიიჩნევდა, რომ შერ­ცხვე­ნი­ლი მე­ლა­ძე მალე და­ტო­ვებ­და ქვე­ყა­ნას, რო­გორც ზოგიერთი მისი რუსი კო­ლე­გა მო­იქ­ცა, მაგ­რამ ვა­ლე­რი მე­ლა­ძე დარ­ჩა. უფრო მე­ტიც, ცნო­ბილ­მა მომ­ღე­რალ­მა სცე­ნა­ზე გა­მოს­ვლა და თანხის გამომუშავება გა­აგ­რძე­ლა.

მაგალითად, მუსიკოსი იური ლოზა მიიჩნევს, რომ მელაძე ბევრ ფულს დაკარგავს, თუ რუსული აუდიტორიის გარეშე დარჩება, უცხოეთში კი მელაძე და მისი სიმღერები არავის სჭირდება“, – წერს „ექსპრეს გაზეტა“.

გარდა ამისა, ცნო­ბი­ლი რუსი ბლო­გე­რი და ფსი­ქო­ლო­გი კრის­ტი­ნა ბოსი ვა­ლე­რი მე­ლა­ძეს „ფარისევლად და სამ­შობ­ლოს მო­ღა­ლა­ტედ“ მი­იჩ­ნევს და თვლის, რომ „რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომის დაგმობით მან უმა­დუ­რო­ბა გა­მო­ი­ჩი­ნა იმ ქვეყ­ნი­სად­მი, რო­მელ­მაც მას ყვე­ლა­ფე­რი მის­ცა”.

Cesko