Bloomberg: ჩინეთი ნავთობის შესყიდვაზე რუსეთთან მოლაპარაკებებს აწარმოებს

0
343
27 Views

ჩინეთი რუსეთთან მოლაპარაკებებს აწარმოებს ნავთობის დამატებითი მარაგების შესყიდვაზე. ამის შესახებ გამოცემა Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით წერს. არსებული ინფორმაციით, ოფიციალურ პეკინს სტრატეგიული მარაგების შევსება სურს შეღავათიან ფასად.

“ჩინეთი ცდილობს, თავისი სტრატეგიული მარაგები იაფი რუსული ნავთობით შეავსოს, რაც იმის მანიშნებელია, რომ პეკინი მოსკოვთან თავის ენერგოკავშირებს აძლიერებს იმ ფონზე, როდესაც ევროპა უკრაინაში მიმდინარე ომის გამო რუსეთიდან იმპორტის აკრძალვაზე მუშაობს”, – წერს გამოცემა.

“ბლუმბერგის” ცნობით, მოლაპარაკებები სამთავრობო დონეზე ნავთობკომპანიების მცირე ჩართულობით მიმდინარეობს.

Cesko