თეთრი სახლი: აშშ ჯერ ვერ ადასტურებს კრემლზე დრონების თავდასხმის შესახებ ინფორმაციის უტყუარობას

0
218
20 Views

თეთრი სახლის პრესმდივანმა, კარინ ჟან-პიერმა განაცხადა, რომ აშშ ჯერ ვერ ადასტურებს კრემლზე დრონების თავდასხმის შესახებ ინფორმაციის უტყუარობას.

„ჩვენ ვიცით ამ ცნობების შესახებ, მაგრამ ამ დროისთვის მათი ავთენტურობის დადასტურება არ შეგვიძლია. ამიტომ, არ მინდა მივმართო სპეკულაციას მომხდარის შესახებ“, – აღნიშნა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

მანამდე რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ უკრაინამ ღამით ვლადიმირ პუტინის მკვლელობის მცდელობა განახორციელა.

უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა, სერგი ნიკიფოროვმა განაცხადა, რომ უკრაინას არ აქვს ინფორმაცია კრემლზე ე.წ. ღამის თავდასხმების შესახებ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ კრემლზე დრონების სავარაუდო თავდასხმის შესახებ ცნობებს გაეცნო, თუმცა ვერანაირად ვერ დაადასტურებს მათ.

Cesko