ცეცხლის შეწყვეტის იდეა შეიძლება მაცდური იყოს, მაგრამ ამ ეტაპზე უკრაინასა და რუსეთს შორის დიალოგი შეუძლებელია – ბლინკენი

0
331
19 Views

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გამორიცხა უკრაინისა და რუსეთის ფედერაციას შორის დიალოგის შესაძლებლობა უკრაინის ფრონტზე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.

ბლინკენმა აღნიშნა, რომ ჯერ არ არის ამის დრო.

„ზოგისთვის ცეცხლის შეწყვეტის იდეა შეიძლება მაცდური იყოს – და მე მესმის. მაგრამ თუ ეს რუსეთის მიერ უკრაინის მნიშვნელოვანი ტერიტორიების მიტაცების რატიფიცირების ტოლფასი იქნება, მაშინ ეს არ იქნება სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა“, – აღნიშნა ბლინკენმა.

მისი თქმით, საჭიროა, რუსეთი მზად იყოს კონსტრუქციულ მოლაპარაკებებში ჩასართავად, რადგან დიალოგის მიზანი უკრაინაში სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობა უნდა იყოს.

მან განმარტა, რომ რუსეთის ფედერაციას შეეძლო გამოეყენებინა პაუზა ფრონტზე ჯარების გადასაჯგუფებლად და მეორე შეტევითი მცდელობის განსახორციელებლად.

Cesko