ქალბატონო სალომე, თქვენი პრეზიდენტიც ზელენსკია? – მაია ელოშვილი

0
562
33 Views

ქალბატონმა პრეზიდენტმა, ევროკავშირის თვითშეფასების კითხვარის მიღება არის ევროკავშირის ხელმძღვანელობის, წევრი ქვეყნების, ევროკომისიის, ევროპის საბჭოს დამსახურება. მაგრამ ამათზე მეტად, უკრაინის თავდადებული წინააღმდეგობის დამსახურება. რომ არა უკრაინის ბრძოლა, ეს დღე არ დადგებოდა, ან თუ დადგებოდა, არა ასე სწრაფადო.
❗ესე იგი, ქართველ ხალხს და საქართველოს ხელისუფლებას არანაირი დამსახურება არა აქვს და არც მადლობას იმსახურებს…
ქალბატონმა სალომემ ხალხს და პოლიტიკურ სპექტრს მოუწოდა გაერთიანების, ერთსულოვნებისა და ეროვნული თანხმობისაკენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მან ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა გამორიცხა.
❗ ანუ, მან მოგვიწოდა ახალი კოჰაბიტაციისკენ ნაცკრიმინალებთან, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში ძირს უთხრიან სახელმწიფო უსაფრთხოებას და ქართველი ხალხის მშვიდობიან მომავალს. ამასთან, არც წარსულ დანაშაულებს ინანიებენ და არც პატიებას ითხოვენ. რაც იმას ნიშნავს რომ, ჩვენ უნდა გავერთიანდეთ მათთან, გავათავისუფლოთ მკვლელი სააკაშვილი და იქით ვეხვეწოთ “ნეკი ნეკისა, შერიგებისა…”.
რა დასკვნის გაკეთება შეიძლება ქალბატონი პრეზიდენტის განცხადებიდან?
ქალბატონო სალომე, თქვენი პრეზიდენტიც ზელენსკია?

მაია ელოშვილი; სოციალური ქსელი

Cesko