ხაბეიშვილი კილაძეს: ,,უბინძურეს ტყუილს ამბობ! ვისაც აბოლებ, მათ მოუყევი”

April 12, 15:09
0
543

ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ლევან ხაბეიშვილი და გაზეთ ,,ქრონიკა +”-ის რედაქტორი ელისო კილაძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ლევან ხაბეიშვილმა დაწერა, რომ ქოლცენტრების ტრანსნაციონალური დანაშაულის გახსნა და ამ თემის აქტუალურობა აწუხებს შემდეგ პირებს:
,,1. ირაკლი ღარიბაშვილს – მთავრობის სხდომებზე ისტერიკული განცხადებებით ანტიკორუფციულ მოძრაობაზე და ჩემზე.
2. სუსის უფროსს გრიგოლ ლილუაშვილს – სასამართლოში მიჩივლა.
3. ირაკლი კობახიძე, სოზარ სუბარი და ქოცების სპიკერები, რომლებიც ამ დანაშაულს ოპოზიციას აბრალებენ.
4. ტელეკომპანია “იმედი”…
5. პოსტივიტივი და ამ 5 – ს დამატებული ელისო კილაძე, რომელიც ასევე ამყარებს ზემოთ დასახელებული სუბიექტების პროპაგანდას და ამჯერად ენმ -ის ამომრჩეველში შემოაქვს დაბნეულობა, გაუგებრობა…” – დაწერა ხაბეიშვილმა, რასაც ელისო კილძის პასუხებიც მოჰყვა.
კილაძე: გგონია, შენ გაგცემ პასუხს?პასუხს მიიღებს დავით კეზერაშვილი, შენი დამკვეთი, რომელსაც გასული წლის დეკემბერში შეხვდი კვიპროსზე და 15 000 დოლარს გიხდის ყოველთვე. ახალი სავაჭრო დახლი გახსნა ქოცებთან. 2016 წელს კეზერამ დაშალა ენმ, ახლა მეორე სერიის მოწმე ვართ.
ხაბეიშვილი: უბინძურეს ტყუილს ამბობ. ვისაც აბოლებ, იმ ხალხს მოუყევით. ანუ მე კეზერა თუ მაფინანსებს და ქოლცენტრები კეზერას აქვს, მაშინ რა გამოდის? ანუ ფულს მიხდის იმაში, რომ მისი ქოლცენტრები ვამხილო?
ხვდებით, რამხელა ტყუილებს ყვებით?
კილაძე: ქოლცენტრები არის კეზერასიც, გარიგებული ქოცებთან. ევროპოლი დააჯდა კუდზე, დაიწყო გამოძიება და გაიტანა სომხეთში. მერე დაგაფინანსა იმიტომ, რომ აბაროტი აეღო და უჩასთან ევაჭრა, მაგრამ არ გაუვიდა. უზანაესმა მიუსაჯა და თავდაცვამ ჯარიმა მოსთხოვა. სულ ესაა შენი დაფინანსების ანატომია… და რას გიხდის ასეთს, მეორე დღეა მხარი ამოიგდე კეზერას დაცვით. მიშას თავისუფლების კომიტეტზე რაო, ვერაო?
ხაბეიშვილი: ანუ ქოლცენტრები არისო კეზერასიო საქართველოშიო აქამდე და ახლა გაუტანია სომხეთში. მოკლედ, ვერ აწყობთ ამ ჯაჭვს, რაც არის ცხადი. ანუ ახლა ამბობ, რომ კეზერას საქართველოში ოფისი არა აქვს? და აბა, აქვსო, რომ ამბობდით?.. კეზერას დაცვით კი არა, ტალახით დამსდევ რამდენი ხანია და ისვრი ამ ნაგავს და ბოდიში, რომ გამხელ ტყუილში. 15 000 დოლარი თვეშიო და რომ არ მაჩვენო, ელისო… მოდი, სადაც გინდა, ან ორივეს ქონებები ვნახოთ, გინდა?

Cesko