„გადადექი“ – დღეიდან უწყვეტი მდუმარე აქციები იწყება

0
760
25 Views

„გადადექი“- ამ მოთხოვნით აქციები დღეიდან, 11 აპრილიდან ყოველ საღამოს გაიმართება. მოძრაობა “ტალღას” წევრები და აქციის მონაწილეები დღეს საკრებულოს შენობასთან, თავისუფლების მოედანზე, 19:00-ზე შეიკრიბებიან.

“შეიქმნა Facebook-ის ჯგუფი “ტალღა” და ნებისმიერ მსურველს შეუძლია, გაერთიანდეს. ეს არის თვითორგანიზებული აქციები. მოთხოვნა იქნება ხელისუფლების გადადგომა, თუმცა გადადგომასთან ერთად აუცილებალად ვიმსჯელებთ, რა გვინდა გადადგომის შემდეგ. ძალიან მტკიცე დგომით უნდა გავაგდოთ ქართული ოცნება”,- ამბობს ნატა ფერაძე. როგორც ცნობილია, აქციის ორგანიზატორები პროტესტს იქამდე გააგრძელებენ, ვიდრე მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.

Cesko