“ტაბულას” დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი:
“გუშინ მიშველაძეც აღშფოთდა და დღესაც მოვკარი თვალი აღშფოთებას კაკოს სწორ მოწოდებაზე რომ მიშამ საკუთარ ჯანმრთელობას თვითონ უნდა მიხედოს.
აბა ვინ უნდა მიხედოს?
Ekaterine Mishveladze – რამე იდეა გაქვს და გვიმალავ? შენ მიხედავ?
თუ ხაბე გახსნის ოფისებს და მიხედავს?
თუ ბიძინა გაუშვებს შვეიცარიაში და იქ მიხედავენ?
თუ შენი საყვარელი გუბაზი დაიწყებს ომს უქარქაშო ხმლებით?
ხალხო, ხვდებით რომ თქვენი “აღშფოთებებით” პოლიტიკოსებს უბრალოდ დაკვეთას აძლევთ, იცრუონ?
თქვენ, მწარე რეალობის აღწერით აღშფოთებულებს გაქვთ უდიდესი როლი იმაში, რომ პოლიტიკური სპექტრი ტოტალურად ფლიდი და თვალთმაქცია, გამონაკლისები გიჟებად და მოღალატეებად ვართ შერაცხულები და მოქალაქეები ტოტალურად გაუცხოვებული ამ სიყალბისგან!
მე ვერავის მოვატყუებ და დავპირდები, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობას მე მივხედავ – ვერ მივხედავ.
ვერ მივხედავ იქამდე, სანამ რეჟიმს ისე არ მოვარყევთ, რომ ძალაუფლება დაკარგოს!
ვინც გეუბნებათ, რომ მიხედავს, არის მატყუარა.
ვერ მიხედავს ახლა ვერავინ სააკაშვილს საკუთარი თავის გარდა.
სანამ ივანიშვილის ძალაუფლებას ქართველი ხალხი არ შეუქმნის საფრთხეს, ვერავინ სააკაშვილის ჯანმრთელობას საკუთარ თავზე უკეთესად ვერ მიხედავს!
სააკაშვილის თემაზე საკუთარი პარტიის ამომრჩევლის 1 პროცენტიც არ რეაგირებს.
ესაა რეალობა!
სასწაულები ხდება, მაგრამ ჩვენ სასწაულებზე გათვლა ვერ გვექნება იმიტომ რომ ზრდასრული და სერიოზული ხალხი ვართ!
(მაგალითად, ასეთი სასწაული იქნება, თუ სტრასბურგმა 39 ე მუხლით დროებითი ზომა მიიღო – მაგრამ ამ იმედს ვერ დავეყრდნობით)
თქვენ გამოა, რომ პატიოსანი ხალხი ვერასოდეს ახერხებს ფლიდებზე და თვალთმაქცებზე უპირატესობის მოპოვებას და პოლიტიკური სპექტრი ყარს.
თქვენ, აი ამ უპასუხისმგებლო და უტვინო პარალელებით კობახიძესთან (კობახიძეები თავები გაბიათ) პოლიტიკურ სპექტრს უკვეთავთ ყალბი სადღეგრძელოებით და გულში მჯიღის ცემით ატყუონ საზოგადოება და თქვენი უდიდესი დამსახურებაა რომ ჭაობში ვბუყბუყებთ და კოლექტიური ხაბეებით ვყროლდებით.”
კომენტარებში, თამარ ჩერგოლეიშვილი, წერს:
“რას იღრიჯები ეკა, მიხედე!
მიხედე სააკაშვილის ჯანმრთელობას!
რადგან ჩვენი მიდგომა მდინარაძის მიდგომაა, შენ გექნება რამე უფრო ხაბესეული და გელოდებით!”