ბორის ჯონსონის ფეხსაცმელებზე გამახსენდა – ნეტა იცოდეთ მე და დიასახლისი რა მალაყებს გადავდივართ, გიგას ძველი ფეხსაცმელი, ახლით რომ ჩავანაცვლოთ! – თამარ ჩერგოლეიშვილი

0
854
24 Views

“ტაბულას” დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი, ფეისბუკის საკუთარ გვერდზე წერს:

“გიგაზე რომ ვიქორწინე, მისი გარდერობის შეუმჩნეველი გამოცვლა დავიწყე. წინააღმდეგობა რომ არ შემხვედროდა, ახალ პერანგებს, პიჯაკებს და ფეხსაცმელებს, ძველების ნაცვლად ვაწყობდი და ნელნელა იცმევდა, ვერც ამჩნევდა დიდად.

ერთხელაც მოვიდა გაოგნებული, ორი ადამიანი დამისახელა, მაგათ მგონი შიგ აქვთო, დღეს მითხრეს რა
მაგარი ფეხსაცმელი გაცვიაო! და ფეხებზე რა პონტში მიყურებენო.

ბორის ჯონსონის ფეხსაცმელებზე გამხსენდა – ნეტა იცოდეთ მე და დიასახლისი რა მალაყებს გადავდივართ, გიგას ძველი ფეხსაცმელი, ახლით რომ ჩავანაცვლოთ! დიდი პრობლემაა მისთვის ახალზე გადასვლა.

მოკლედ, იმის თქმა მინდოდა, რომ ძველი ფეხსაცმელი არაფერს ნიშნავს – არც თავმდაბლობას, არც გაჭირვებას, არც არაფერს, მგონი ფეხი რომ თავისუფლად, მიჩვეულ ყალიბში აქვთ, ეგ ევასებათ”,-წერს ჩერგოლეიშვილი.

Cesko