,, ახლა მივხვდი, ვინანიებ და სასო წამერთვა, სასო!!!” -დემურ გიორხელიძე

0
552
24 Views

,,ბოდიშს ვიხდი მსოფლიოში შექმნილი მდგომარეობის გამო!
სულ ჩემი ბრალია, ჩემი!

ჩემი ანალიზებისა და შეფასებების ბრალია, –
ახლა მივხვდი, ვინანიებ და სასო წამერთვა, სასო!!!

მე რომ ყველაფერი სხვაგვარად შემეფასებინა,
მდგომარეობა სხვა იქნებოდა!
“შეფასება მინც სულ სხვაა, სხვა:
შენ ამბობ თეთრი შავია და თეთრი შავდება!
შენ ამბობ შავი თეთრია და შავი თეთრდება!

მე კი დამიჩემებია და
შავი შავია და თეთრი თეთრიაო, – გავიძახი!

ეგრე სად არის, ძმაო!
(მიმართვა საკუთარი თავისადმი!)

შავი ისაა, რასაც ერთუჯრედიანი იდეოლოგიით წაბილწული ნაგავი გიკარნახებს, თეთრი?!
თეთრიც იცის ამ ჯამაათმა რაც არის!

შენ არ ხარ ყაბულს ამ თამაშზე?
მაშინ გამოიცან: ვინ ყოფილხარ შენ (ანუ მე!)!
მიმიხვდით ხომ?..

ო, თქვე კუდრაჭებო, თქვენა!
მათ შეფასებაც იციან და
ისიც იციან, რომ ჩვენც ვიცით მათი შეფასებები!”

დემურ გიორხელიძე; სოციალური ქსელი

Cesko