ზურაბ ქადაგიძე მელიაზე: წინა წელს მოუწოდებდა ჩამოდიო,ახლა შეცდომა იყო მისი ჩამოსვლაო. ნეტა როდის ჩამოყალიბდა?

February 6, 14:25
0
563

„ეგ არის თქვენი დამოკიდებულება საკუთარი ამომრჩევლების მიმართ.როცა გინდა ერთს ამბობთ და მერე მეორეს „აპრავებთ”- ასე აფასებს ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე ნიკა მელიას მიერ გაკეთებულ განსხვავებულ განცხადებებს სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით.

„ფიგარო” პოლიტიკაში თქვენს თავმჯდომარეს „update”, რომ გაუკეთოთ ან „refresh” ვითომ უკეთ ვერ იმუშავებს? წინა წელს მოუწოდებდა ჩამოდიო,ახლა შეცდომა იყო მისი ჩამოსვლაო… ნეტა როდის ჩამოყალიბდა? ამერიკაში ვოიაჟისას თუ არჩევნების მერე,როდესაც საერთო სახალხო „რეფერენდუმი” თავზე დაემხო? ისე სიმართლე უნდა ითქვას,რომ არც მიშას ჩამოსვლამდე ეთამაშებოდი ვარსკვლავებს და არც მერე… ეგ არის თქვენი დამოკიდებულება საკუთარი ამომრჩევლების მიმართ.როცა გინდა ერთს ამბობთ და მერე მეორეს “აპრავებთ”. იმათ თავში ჩამახედა შენნაირი “ფიგარო”,რომ პრინციპული პოლიტიკოსი ჰგონია.”- წერს ქადაგიძე Facebook-ზე.

Cesko