რა უნდა გააკეთოს მოსახლეობამ, რომ საქართველოში პანდემია ენდემურ ფაზაში გადავიდეს – ბიძინა კულუმბეგოვის განმარტება

February 6, 14:33
0
451

როდის შეიძლება ჩავთვალოთ, რომ საქართველოში კორონავირუსის პანდემია ენდემურ ფაზაში გადავიდა – ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ამბობს, რომ ეს მხოლოდ მოსახლეობის 80%-ის ვაქცინაციის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი.

“თუ ჩვენი ქვეყანა დასახულ მიზნებს მიაღწევს და მოსახლეობაც ამას გაგებით მოეკიდება და ვაქცინაციის მაჩვენებელი გაიზრდება, მსგავსი ციფრების შემთხვევაში ჰოსპიტალში გვეყოლება 400-500 ადამიანი. ერთადერთი გზა პანდემიის კონტროლის არის მხოლოდ ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებელი. ინფიცირების რიცხვებს ვერ გავაკონტროლებთ, მაგრამ ამით გავაკონტროლებთ ჰოსპიტალში მოხვედრილი პაციენტების რაოდენობას და მას მინიმუმ 10-ჯერ შევამცირებთ. დანარჩენი რისკები, რომელიც ამას უკავშირდება, არის გაზრდილი რეინფიცირების რისკები, რომელიც, თუნდაც, მსოფლიო მაჩვენებლით 5-ჯერ გაზრდილია. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ აუცრელი იქნება მოსახლეობის 60-70%, ეს ციფრები მუდმივად იტრიალებს და ჩვენ სულ ვიქნებით ზღვარზე – ჰოსპიტალური საწოლები გვევსება, თუ დაგვრჩა…

იქნება მოსახლეობის 80% აცრილი? – ეს იქნება მართვადი და სწორედ ამას ჰქვია ენდემურ ფაზაში პანდემიის გადასვლა,” – ამბობს ბიძინა კულუმბეგოვი.

Cesko