ესტონეთმა საჯაროდ მოითხოვა უნგრეთის მოწვევის გაუქმება – რა მოხდა გაეროს უშიშროების საბჭოს კონფერენციაზე

0
497
21 Views

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პეტრ სიარტო, უკრაინის წინააღმდეგ ომთან დაკავშირებით უნგრეთის პოზიციის გამო, იძულებული გახდა ტალინში ვიზიტი გაეუქმებინა.

ტალინში ის გაეროს უშიშროების საბჭოს კონფერენციას უნდა დასწრებოდა, თუმცა ესტონეთის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ურმას რეინსალუსმა საჯაროდ მოითხოვა მისი მოწვევის გაუქმება.

ცნობისთვის, უნგრეთმა უარი თქვა უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე, ასევე მხარს არ უჭერს უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს.

Cesko