“ბოლო დროს ანტიქრისტეს მომხრეებიც პირჯვარს გამოისახავენ, ეკლესიაში შემოვლენ და სახარების მცნებებზე იქადაგებენ, მაგრამ არ დაუჯეროთ! ნუ შეგეშინდებათ, მე მოვალ და მოგეხმარებით!”-ბერი გაბრიელი

0
571
30 Views

გაფრთხილდით, ისეთი დრო მოდის, მიწას შეჭამთ! ცოდვების გამო მიწისძვრები იქნება.

სიყვარულია ის ერთადერთი ძალა, რომლითაც ადამიანი შესძლებს გაუძლოს ანტიქრისტეს საცდურებს, ჯოჯოხეთის ნახევარი უკვე დედამიწაზეა, ანტიქრისტე კარებთან დგას და შემოგლეჯვას ცდილობს. თქვენ მოესწრებით ანტიქრისტეს. ანტიქრისტე მთელ დედამიწაზე გამეფდება და ყველგან იქნება დევნა. საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა, ღვთისმშობელი დაიფარავს მას და ნაკლები დევნა იქნება. როდესაც გაგიჭირდებათ, ნუ შეგეშინდებათ, მე მოვალ და მოგეხმარებით. ოღონდ თქვენ ვერ დამინახავთ.

ნუ შეგეშინდებათ! ლოცვა თქვით, პროდუქტებს ჯვარი გადასახეთ და ისე მიიღეთ…
გახსოვდეს ანტიქრისტესაც ის გაჰყვება უკან, ვისაც მხოლოდ გონებაში აქვს რწმენა, ხოლო ვისაც გულში აქვს რწმენა, ის შეიცნობს მას.

უფალი საქართველოში სამ თესლს ჩამოაგდებს; პირველი – კაცებისთვის, შერცხვებათ თავის კაცობის, მეორე ქალებისთვის – შერცხვებათ თავის ქალობის, მესამე – ღვთის შიში დაეცემა ერს და მართლა მიხვდებიან, რომ ღმერთი არსებობს.

ანტიქრისტეს დროს გაჭირვება იქნება. საჭმელს თუ მოიპარავ, ათი მცნება ირღვევა და ვინც ამის მოქმედია, მის ბეჭედს მიიღებს. მორწმუნე ღვთის იმედად იქნება და ბოლო ჟამს უფალი ისეთ სასწაულებს მოუვლენს თავის ხალხს, რომ ერთი ფოთლის შეჭმაც კი, ერთ თვეს ეყოფათ, მიწაც ხომ არ დალეულა? გადასახავ ჯვარს და პურად შეგერგება.

ბოლო დროს ანტიქრისტეს მომხრეებიც პირჯვარს გამოისახავენ, ეკლესიაში შემოვლენ და სახარების მცნებებზე იქადაგებენ, მაგრამ ვისაც კეთილი საქმე არ ექნებათ არ დაუჯეროთ! საქმით იცნობთ ღვთის მორწმუნეს..”

მე მქონდა ხილვა. ცხენზე მჯდომმა ადამიანმა გადამიფრინა ჰაერში, ცეცხლისფერმა და ჩაქრა. მერე მოვიდა ჩემთან ბავშვი და მიჩვენა მე საშუალება, რომლითაც დავძლევთ ამ ბოროტებას. მან დაანერწყვა მიწას, აზილა თითით და წაისვა შუბლზე. ეს იყო ნიშანი, რომ ღვთის და ჯვრის ძალით ადამიანი გაიმარჯვებდა ამ სენზე”.

რას ქადაგებდა ბერი გაბრიელი – ქართველი სასულიერო პირი და მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდანი

Cesko