„გული დამეწვა, რატომ ჩაიდინე ეს…“ – რომელ ოჯახში დატრიალდა საზარელი ტრაგედია, სადაც გუშინ 12 წლის გოგონა მამამ საკუთარ ეზოში გარდაცვლილი იპოვა?

0
1217
51 Views

გუშინ ტრაგედია მოხდა სენაკში – 12 წლის მოზარდმა, სავარაუდოდ, თავი მოიკლა. გარდაცვლილი ოჯახის წევრმა (გავრცელებული ინფორმაციით მამამ) საკუთარი სახლის ეზოში იპოვა. ადგილობრივებისთვის ცნობილია თ ვის ოჯახში მოხდა ტრაგედია და ვინ არის გარდაცვლილი მოზარდი.

„გული დამეწვა ცირა რატომ ჩაიდინე ეს შენ ხომ ძალიან ჭკვიანი და მოწესრიგებული იყავი“

„მართლაც შეუდარებელი ურთიერთობა ჰქონდა ამ ანგელოზს მშობლებთან, ისეთ ოჯახში იზრდებოდა, სადაც არასდროს აწეული ტონით არ უსაუბრიათ მშობლებს, წარმოდგენა არ გაქვთ როგორ უფრთხილდებოდნენ მშობლები და შვილები ერთმანეთს… ენით აუწერელი ურთირთობა ჰქონდათ ერთმანეთთან. მე ვიცი და ჩემი ახლობლები არიან. მართლაც სასწაული დატრიალდა მათ ოჯახში, რასაც ახსნა არა აქვს…“ – წერენ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის კომენტარებში ოჯახის ახლობლები.

მათივე ინფორმაციით, ტრაგედია მალხაზ მალანიას და ნათია ნაჭყებიას ოჯახში დატრიალდა.

Cesko