გიგა მაქარაშვილი, რომელიც უკრაინა-პოლონეთის საზღვარზეა, ემოციურ ამბავს წერს:
,,ისეთი კარგი ამბავი მაქვს, გულები უნდა დაგითბოთ. წუხელ ამბავი მოვყევი, ხარკოვის უბედურებებგამოვლილ უკრაინელ დედა-შვილზე. ჰოდა, დამირეკა კეთილმა ხალხმა კრედობანკიდან, სადგურზე აღარ დავტოვებთ მაგ ხალხს და ბინა ვუქირაოთ ვარშავაშიო. ავჩუყდი, მაგრამ ცრემლები შევიკავე. აქაური ყოჩაღი ემიგრანტების დახმარებით ვარშავის გარეუბანში (ძვირად, მაგრამ ვინ დაეძებს?) ვიპოვე პატარა ბინა და გავქანდი. მივვარდი კარგი ამბის სახარებლად ამ საოცარ ოჯახთან, ოთახნახევრიან ბინაში მიმყავხართ-მეთქი, აუტყდა დედას ტირილი, ავყევი მეც, აგვყვნენ ბავშვებიც.
ტირილით რომ დავიღალეთ, მითხრა, კიდევ ერთი ოჯახი უნდა წავიყვანოთო, გავიჭირვებთ, დავეტევითო. იქაც დედა და 3 ბავშვი. 8 ადამიანი, ოთახნახევრიანში
გამოვედი ქუჩაში და ვურეკავ ბინის მეპატრონეს, ძალიან გთხოვთ, 8 ადამიანი უნდა შემომაყვანინოთ-მეთქი.
ამ დროს ვიღაც ძალიან შეუხედავი და მთვრალი კაცი დამტრიალებს, თან ასლოკონებს, თან ახველებს, შევღონდი. ტელეფონზე ლაპარაკს რომ არ მოვრჩი, ხელი ჩაიქნია და ზომიერი ბრაზით მომაძახა, ნაცების დედას შე**ო. ამასობაში გაგიჟდა ბინის მეპატრონე ქალი, ფიზიკურად ვერ დაეტევიან, მაქსიმუმ გასაშლელი საწოლები დავუმატოო, მაგრამ ამავე სადარბაზოში იგივე ზომის ბინა გათავისუფლდა და იქ შეიყვანეო.
ამან რა იცის, რომ ორი ბინის ფული არ მაქვს. ვურეკავ კრედოს ოქრო ხალხს, ეგეთი ამბავია-მეთქი. იმათმა, მეორე ბინაც აიღეო. შევვარდი ისევ ამათთან, მაგარი ამბავი მაქვს, მეორე ბინაც გამოჩნდა და იატაკზე ძილი არ მოგიწევთ-მეთქი. ამათმა, შენ ხომ არ გაგიჟდი, მაგ მეორე ბინაში ორ პატარა ოჯახს შევუშვებთო.
ტირილის ტრაკი აღარ მქონდა და პირდაპირ გაააამოვშტერდი, თუმცა თბილისში რომ ვრეკავდი ამბის მოსაყოლად, კიდევ ერთხელ ვიტირე.
ჰოდა, ახლა ისე გამოვიდა, რომ ერთი პოსტით და რამდენიმე კეთილი ადამიანის დახმარებით, 13 უკრაინელი დავაბინავეთ, აქედან 9 ბავშვია! მადლობა, რომ ამ საგიჟეთის ელჩად მე შემარჩიეთ, ჩემო კარგო ქვეყანავ”.
,,აუტყდა დედას ტირილი, ავყევი მეც, აგვყვნენ ბავშვებიც” – გიგა მაქარაშვილის ემოციური პოსტი
27 Views