“პოლიცია მეკითხება, რატომ აცერით ეს პიროვნება ვექტორული ვაქცინით რნმს შემდეგ? თან კოვიდიც გადატანილი აქვს?” – რა შეემთხვა იაგო ფრანგიშვილს

0
863
55 Views

გერმანიაში მცხოვრები ექიმი, იაგო ფრანგიშვილი:

“გერმანიის ქალაქ ჰალეს მერი, ანუ ობერბურგერმაისტერი უკვე ერთი წელიაა სუსპენდირებული, არააქვს სამსახურში მისვლის უფლება.

რატომ?

იმიტომ რომ 2021 წლის 17 იანვარს აიცრა ისე, რომ არ იქნა დაცული ასაკობრივი და სხვამხრივი პრიორიტეტი,

არ ეკუთნოდა აცრა და აიცრა.

კონკრეტულად კი საქმე ასე ყოფილა.

ქალაქის მერს დაურეკა საავადმყოფოს დირექტორმა და უთხრა, რომ გვაქვს აცრა, რომელიც სხვას უნდა აეცრა და ვერ იცრის, თუკი მოხვალ ძალიან მალე, აიცრები, თუარადა ეს დოზა უნდა გადავაგდოთო.

ასე წერია საქმეში და ეს დამტკიცებულად ითვლება.

სადაოა ის, მართლა თუ მოიძიეს საავადმყოფოს პერსონალიდან ვინმე პოტენციურად ასაცრელი და მართლა გადასაგდები იყო თუარა ის აცრის დოზა.

საქმე ისაა რომ,

მაშინ, ერთი წლის წინ მე დღეში რამდენიმე საათი კლინიკაში ვმუშაობდი, უმეტესად 12 დან 16 საათამდე და შაბათკვირას და ჩვენთანაც ძალიან ბევრი აიცრა პერსონალიც და მძიმე პაციენტიც.

მაშინ მართლა გვეშინოდა უკვე შუშიდან ამოღებული დოზის 2 საათზე მეტი გაჩერება და ბევრი აცრა გადაგდებული იქნა სანაგვეზე.

უბრალოდ გვეშინოდა რამდენიმე საათის ან მეორე დღეს აცრა.

ახლა სხვაა,

შეცვლა ყველა აცრის წარმოების ფირმამ რეგულაციები და ვადაგასვლის თუ დეპონირების დრო.

მაშინ კი,

ბაიოტექი 2 საათზე მეტი მაცივარში არა და მინუს 20 გრადუსზე გაყინული უნდა ყოფილიყო, სპეციალური ბოქსებიდან ამოგვქონდა და თუ ვერ ავცრიდით, იყრებოდა.

ეს რომ ვნახე და რამდენიმე დღე გამოვცადე თუ როგორ მიმძიმდა დოზის გადაგდება, დავუკავშირდი ჩემს კოლეგას და პრაქსის პარტნიორს, 72 წლის ქალბატონია და ვთხოვე რომ ამ პოტენციურად გადასაყრელი დოზებისთვის წინასწარ მოეძია პაციენტები და თუ რამე დაგვრჩებოდა, გადაყრის ნაცვლად გავუკეთებდით.

მოდიოდა საყინულე ბოქსით და ხან სამი და ხან ხუთი აცრის დოზა მიჰქონდა რომ ვინმესთვის აეცრა.

ეს ყველაფერი კლინიკაში შეთანხმებული იყო და ჯანდაცვის ბიუროსთანაც,

როცა ვიკითხეთ, მხრები აიჩეჩეს, გადაყრას ხო ასე ჯობიაო.

ახლა კი,

ქალაქ ჰალეს მერი ამ დღეშია.

იქნება და მართლა ნაცნობობით აიცრა და ეს ყველაფერი კარგად გათამაშებულია, დაურეკა მეგობარმა კლინიკის შეფმა და ესეც აიცრა.

მე სხვა საქმეზე მსურს ყურადღების გადატანა.

ეს სხვა საქმეა ის, რაც ქალაქ ჰალეს მერს მის საწინააღმდეგოდ დახვდა წინ.

ეს კაცი ითვლებოდა კორონას მკაცრ რეგულაციების მომხრედ, იყო სულ პანიკაში კორონას გამო, უნდოდა სწრაფად აცრა და ეს მისმა თანაკოლეგებმა, მთავარი მერის თანამერებმა, რომლებიც სხვა პარტიებიდან არიან, კოალიციის პარტნიორებია, აი ეს გამოიყენეს ამ კაცის წინააღმდეგ და მისცეს ჩვენება, რომ,

ამ კაცს ისე უნდოდა აცრა, რომ აქ არავითარი ,,შემთხვევითობა,, არ ყოფილა, უბრალოდ, აუარა გვერდი რიგს და პანიკის გამო ყველაფერზე წავიდაო, თავად არ დაიცვა რეგულაცია და პოტენციურად იმ ადამიანის სიცოცხლე ჩააგდო საფრთხეში, რომელსაც აი ის აცრა ეკუთვნოდა და არ აცრესო.

მოკლედ

სასამართლოს პირველმა ინსტანციამ დაიჯერა ეს ვერსია და ქალაქ ჰალეს მერი გაამტყუნა, უფრო სწორად, არ დაუჯერა, რომ გადასაგდებად ხელში აღებული ვაქცინით აიცრა იმიტომ რომ აი წუთებში ზუსტად იმ დროის მონაკვეთში მოასწრო ასაცრელად მისვლა, როცა ეს დოზა უნდა გადაეგდოთ.

პანიკის ერთი მაგალითი მეც შემემთხვა რამდენიმე დღის წინ ჩემს პრაქსისში.

ამ რამდენიმე კვირის წინ ერთი ადამიანი ავცერი, იმ დღეს ხალხი ბევრი იყო და შეავსო შესავსებელი ფორმულარები, მითხრა რითი უნდოდა აცრა და ავცერი.

არა ვარო აცრილი ჯერჯერობითო და ვექტორული ვაქცინით მინდა დავიწყო, მერე კი მრნმ ვაქცინის ბუსტერს გავიკეთებო.

კარგი მეთქი და ავცერი.

რამდენიმე კვირის მერე მიკავშირდება პოლიცია და მეკითხება, რატომ აცერით ეს პიროვნება ვექტორული ვაქცინით რნმს შემდეგ? თან კოვიდიც გადატანილი აქვს?

ჩავხედე დოკუმენტაციას და არაფერი,

არც გადატანილი კოვიდი,

არც რნმ ვაქცინა

არაფერი უწერია ფორმულარში.

ვუპასუხე როგორც იყო საქმე და მორჩა საკითხი, არ მომცა ინფორმაცია, მე ხომ ყველას ვერ დავაყენებ კაგებეშნიკივით ეჭვის ქვეშ?

მერე კი,

დავუკავშირდი იმ პიროვნებას, მქონდა მისი ტელეფონის ნომერი, იმ ფორმულარზე ეწერა და დავუკავშირდი.

ვეკითხები, თუ რატომ არ მითხრა ის ინფორმაცია.

იცით რა ექიმო, დიდი ბოდიში რომ ამდენი დავიდარაბა ატყდა, მაგრამ,

კორონა 7 თვის წინ მქონდა, მერე კი ავიცერი კორონას შემდეგ, მაგრამ, მაინც შემეშინდა და მინდოდა რომ აი ეს ვექტორული ტიპის ვაქცინაც მქონოდა გაკეთებულიო.

ჩემთვის სრულიად გასაგები სიტუაციაა.

რამდენიმე ჩემი პაციენტი რუსეთშიც კი იყო, რომ ჯონსონისა და მერე ფაიზერის აცრის შემდეგ რუსეთში რომ სპუტნიკით აეცრა.

ერთი პაციენტი ჩვენთან ორჯერ და თურქეთშიც ორჯერ აიცრა, სულ სხვადასხვა ვაქცინით.

ასე რომ, ეს სიტუაცია ჩემთვის ცნობილია და ალბათ არაერთხელ კიდევ განმეორდება.

არაა გამორიცხული, რომ ის პიროვნება, ჩემთან მეორედ რომ აიცრა გადატანილი კორონასა და ერთი აცრის მერე, აი ის პიროვნება ალბათ რამდენიმე კვირაში რომელიმე ექიმთან მივა და ეტყვის, აი იმ ახალი ,,მკვდარი ვაქცინით,, მინდა აცრა და აცრის შიშის გამო ამდენი ხანი ველოდე, არ ვარ აცრილიო.

ადგება და აცრის ექიმი სრულიად უპრობლემოდ.

საქმე ისაა, რომ

ექიმებს არ გვაქვს წვდომა არც ნაციონალურ და არც ინტერნაციონალურ რეესტრზე.

ვიცი, რომ ეს პირადი ინფორმაციის გავრცელების შეზღუდვის გამოა,

მაგრამ

გვერდითი ეფექტი ისაა, რომ

ვისაც არ ესაჭიროება და ვინც პანიკურად შიშის ქვეშაა,

ალბათ ყოველ 2 და 3 თვეში ერთხელ აიცრის.”

Cesko