„წამოსცდა რუსული სიტყვა… გაეშვით ამ უკრაინელზე მეტად უკრაინელებას! ასეთი პროპაგანდა უკრაინაშიც აღარაა!“ – ნუკა არველაძე

0
797
42 Views

ჟურნალისტი ნუკა არველაძე აფთიაქში მომხდარ ამბავს სოციალურ ქსელში წერს და ამბობს, რომ ქალს, რომელსაც რუსულად ერთი სიტყვა წამოსცდა, საზოგადოების რეაქციის შეეშინდა:

„ორი დღის უკან აფთიაქში წამალს ვყიდულობდი. ჩემს წინ მდგომი ქალბატონი დამტვრეული ინგლისურით ცდილობდა აეხსნა რა სჭირდებოდა. წამოსცდა რუსული სიტყვა და შეწუხებულმა და შეშინებულმაც, მიმოიხედა…

და წარმოვიდგინე, რომ სადმე ქართული სიტყვის წამოცდენამ შემაშინოს!

ხო არ გძმარავთ ნაცების და ბოკერია-ჩერგოლეიშვილის ისტერიას აყოლილებს!!!

საქართველოში, ქვეყნაში სადაც თავს ვიწონენთ ტოლერანტობით!!! რა სიქაჯეა!!!

პუტინთან გაქვს პრეტენზია წადი და მას ეკაჩავე თუ ერთი ადგილი გაქვს!

გაეშვით ამ უკრაინელზე მეტად უკრაინელებას!!! ახერხებთ და ყველა მედია საშუალებებმა მოაბეზრეთ თავი ყველას! ასეთი პროპაგანდა უკრაინაშიც აღარაა!!!

გავიგეთ ყველა ბრუნვაში და დაუბრუნდით ახლა საქართველოს ან სულაც თქვით იქნებ არც ხართ საქართველოს!

და კიდევ ჩვენ ძალიან კარგი დროშა გვაქვს, არაჩვეულებრივი სიმბოლიკით მრავალსაუკუნოვანი ისტორიით

ნუ ამახინჯებთ ჩვენს დროშას და სხვა ქვეყნის დროშას ნუ უკარგავთ დატვირთვას!!!

ამას ბოლო უნდა მოეღოს, ყველაფერს აქვს საზღვარი!

აფთიაქის ინციდენტი კარგად დასრულდა. დაველაპარაკე რუსულად ამიხსნა რა სჭირდებოდა

და ფარმაცევტიც ნორმალურდ მოემსახურა!

თვალცრემლიანი რუსი ქალი კი ბოდიშს და მადლობას ერთად მიხდიდა…

ამიტომ ყოველთვის ვიტყვი

#საქართველოუპირველესყოვლისა”, – დაწერა არველაძემ.

Cesko