„ძველს ცვლის ახალი, ახალს კი – ძველი და ქვის მსროლელი ყვავილსაც გესვრის“, – ოთარ ჭილაძის ლექსის ეს ფრაგმენტი დომენიკ მანგოსა და საზოგადოების ურთიერთობას ალბათ კარგად ასახავს.
ერთ დროს სამშობლოსგან მოშორებით მყოფი ბიჭი, რომელსაც ყველა აუგად მოიხსენიებდა და აკრიტიკებდა, მოულოდნელად, სამაგალითო გახდა და დღეს ბევრი შეჭირვებული ოჯახისთვის იმედისა და ბედნიერების მიმცემია.
დღეს სამოქალაქო აქტივისტმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ 14 ნოემბერს დაქორწინდა. ფეისბუქ მომხმარებლებმა სიახლე მალევე აიტაცეს და კომენტარის სახით უამრავი მილოცვა დაიწერა. მოგვიანებით მანგომ ეს ინფორმაცია საკუთარი გვერდიდან წაშალა.
„პრაიმტაიმი“ სამოქალაქო აქტივისტს ინფორმაციის გადასამოწმებლად დაუკავშირდა. ფაქტი დაგვიდასტურა და მილოცვაც მიიღო.
„ჩემი პირადი ცხოვრების შესახებ საჯაროდ საუბარი არ მიყვარს. ჯვარი დავიწერეთ.“ – უთხრა „პრაიმტაიმს“ დომენიკ მანგომ.