თბილისში, ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტი მოულოდნელად გარდაიცვალა – ცნობილია მისი ვინაობა და უეცარი სიკვდილის მიზეზიც

November 17, 11:45
0
1115

ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტი მოულოდნელად გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია თავად უნივერსიტეტის გვერდზე გავრცელდა. გარდაცვლილი უცხოელი სტუდენტი სამიჰ მაჰიუბ სამიჰ ჰამდანია.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი ანევრიზმაა.

“ევროპის უნივერსიტეტი” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სტუდენტის სამიჰ მაჰიუბ სამიჰ ჰამდანის გარდაცვალების გამო.

ის “ევროპის უნივერსიტეტში” 2021 წლის ოქტომბერში ჩაირიცხა და გამორჩეული თვისებებით, მეგობრული ურთიერთობებით და პასუხისმგებლიანი დამოკიდებულებით თანატოლების ყურადღება მალევე დაიმსახურა.

ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, მეგობრებს და კურსელებს. დასანანია, როდესაც ახალგაზრდების ამქვეყნიური ცხოვრება ნაადრევად სრულდება.

სამიჰ მაჰიუბ სამიჰ ჰამდანის სამშობლოში გადასვენების ხარჯებს უნივერსიტეტი უზრუნველყოფს.

მომხდარის გამო “ევროპის უნივერსიტეტში” ლექციები ყველა აუდიტორიაში დღეს წუთიერი დუმილით დაიწყო” , – აღნიშნულია  ევროპის უნივერისტეტის გვერდზე.

Cesko