26 Views
თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში ვიდეს აქვეყნებს და წერს:
“მეც წავაწყდი რამდენიმე შეფასება-კომენტარს უკრაინაში მყოფ ბიჭებზე, თუ რატომ იღებენ და დებენ სურათებს, რატომ ჭამენ კონსერვებს, რატომ სძინავთ, რატომ ხუმრობენ და ა.შ. (ჩემზე ეწერათ დახურულ ფანჯრებში როგორ უკავია პოზიციაო. 30 ფანჯრიდან ერთი რომ იყოს ღია იქ მესვრიან ზუსტად და 30-ვე რომ გავაღო ხომ გავიყინეთ ყველა). მოკლედ, ეგეთმა ხალხმა მკვდრები რომ გვნახონ მაინც იტყვიან ცოცხლები არიან და თავს იმკვდარუნებენო. ამიტომ ქვემოთ ვიდეოშია ტყვიაველი მახოს პასუხი მათთვის”, – წერს ოქრუაშვილი.