პროპაგანდისტული მატრიოშკა, ანუ რას ნიშნავს – „ნატოში მაინც არ გვიღებენ“? – დავით ზურაბიშვილი

0
448
36 Views

გამოცემა პუბლიკა აქვეყნებს ანალიტიკოს დავით ზურაბიშვილის ბლოგს სათაურით: პროპაგანდისტული მატრიოშკა, ანუ რას ნიშნავს – „ნატოში მაინც არ გვიღებენ“?

 

ერთ, თითქოსდა უწყინარ ფრაზაზე მინდა მივაპყრო პატივცემული პუბლიკის ყურადღება. ეს ფრაზაა – „ნატოში მაინც არ გვიღებენ“.

ეს ერთი შეხედვით მარტივი წინადადება სინამდვილეში საკმაოდ მრავალშრიანია და, თავის თავში მოიცავს არაერთ ქვეტექსტს. ანუ, როცა ამბობ ამ ფრაზას, იქ ავტომატურად იგულისხმება კიდევ ბევრი რამ და ეს ყველაფერი აღიქმება ერთიანობაში და ერთბაშად. 

უფრო გასაგები რომ გახდეს, რაზეა ლაპარაკი, ქვემოთ შევეცდები, დავაკონკრეტო და გავშალო ეს იმპლიციტურად ნაგულისხმევი ქვეშინაარსები და ქვეტექსტები.

არცოდნა როგორც ცოდნა, ანუ დროებითი როგორც მარადიული

დავიწყოთ იმით, რომ აქ მტკიცებით ფორმაშია ლაპარაკი იმაზე, რაც შეუძლებელია ვიცოდეთ. აქ უკვე შემდგარ ფაქტადაა მოწოდებული ის, რაც არ არის ფაქტი.

ის, რომ დღეს ნატოში არ გვიღებენ, ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ხვალ, ზეგ ან გაის ამ დროს არ მიგვიღებენ.  საქართველოს ნატოში გაწევრება იმდენ ცვლად ფაქტორზეა დამოკიდებულირომ არავინ იცის, როგორ იქნება საქმე ორიხუთი თუ ათი წლის შემდეგ.

როცა ვამბობთრომ არ გვიღებენეს გულისხმობს სულ ორ ვარიანტსან ლაპარაკია დროის გარკვეულ მონაკვეთზე რა პერიოდშიც არ გამოდის ჩვენი მიღება მიზეზისა გამო სხვისა და სხვისაან ეს ხდება რაღაც მეტაფიზიკურ უდროობასა თუ მარადისობაშიანუ არ გვიღებენ „ვაბშე“, არანაირი სოუსით და არასდროს.

„მაინც არ გვიღებენ  სწორედ ამ მეორე ვარიანტს ნიშნავსრადგან თუ ლაპარაკია დროის კონკრეტულ მონაკვეთზე, ეს მონაკვეთი რამენაირად მაინც უნდა იყოს მითითებული, ვთქვათ „ჯერჯერობით არ გვიღებენ“, „ახლა არ გვიღებენ“, ან სულაც „ახლო მომავალში არ აპირებენ ჩვენს მიღებას“, მაგრამ როდესაც არმიღების დრო არ კონკრეტდება და მეტიც, ფრაზას არ გვიღებენ წინ ერთვის სიტყვა „მაინც“, ეს უკვე ერთმნიშვნელოვნად აღიქმება გადაწყვეტილ საკითხად. თითქოსდა საქართველოს მიღება ნატოში არასდროს არ მოხდება და ნატო არის რაღაც ქიმერა.

ყოველ შემთხვევაშიამ ფრაზის მიხედვით ასე გამოდის.

მატყუარა და გადამგდები დასავლეთი

როგორც ცნობილია, 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე ნატომ მიიღო გადაწყვეტილებარომ საქართველო გახდება ნატოს წევრითუმცაარ დაუზუსტებია, როდის მოხდება ეს.

ახლა დავუბრუნდეთ ჩვენს ფრაზასთუ ფრაზის ერთერთი ქვეტექსტი არის ისრომ ნატოში საქართველოს მიღება არასდროს არ მოხდება (იხზემოთ), ესე იგი ნატოს ოფიციალური დაპირება, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, არის ტყუილი. შესაბამისად, ნატო არის მატყუარა, გვპირდება იმას, რაც თვითონაც იცის, რომ არ მოხდება.

სხვანაირად რომ ვთქვათ, „ნატოში მაინც არ გვიღებენ“ გარდა იმისარომ გულისხმობს მუდმივად დახურულ კარსასევე გულისხმობს ნატოს თვალთმაქცობას და ცრუპენტელობასმართლაცდათუ არ აპირებენ ჩვენს მიღებასრაღას გვპირდებოდნენ? 

ეს კითხვა სულაც არ არის რიტორიკული და აქედან ლოგიკურად გამომდინარეობს კიდევ სხვა ქვეტექსტები.

უძლეველი რუსეთი 

პირველი კითხვა, რომელიც ავტომატურად ჩნდებაარის „რატომ არ გვიღებენ“?  რა არის იმის მიზეზირომ საქართველოსთვის ნატოს კარი, მიუხედავად დაპირებისა, მაინც დახურულია? 

პასუხი ამ კითხვაზე ასევე ცნობილიაამის ერთადერთი დაბრკოლება არის რუსეთიარ გვიღებენ იმიტომრომ ეს არ უნდა რუსეთს. რუსეთი საქართველოს ნატოში მიღებას ყველანაირად შეეწინააღმდეგება, მათ შორის იარაღითაც.

აქედან კი რა გამოდისისრომ დასავლეთს ეშინია რუსეთის და ვერ ბედავს დანაპირების შესრულებასამ შემთხვევაში პრინციპული მნიშვნელობა არა აქვს გერმანიას და საფრანგეთს არ უნდა ეს, თუ ამერიკაინგლისის ძალისხმევაა არასაკმარისიმთავარიარომ ნატოროგორც ორგანიზაცია ვერ იღებს გადაწყვეტილებას რუსეთის ნების საწინააღმდეგოდ.

აქედან კი თავის მხრივ გამოდისრომ რუსეთი მაგარიაუფრო მაგარივიდრე ნატოს ქვეყნებიყოველ შემთხვევაში საქართველოსთან მიმართებაში ნამდვილად ასე გამოდისარ უღირთ ნატოს სახელმწიფოებს საქართველოს გულისთვის რუსეთთან დაპირისპირება და საქართველოს მიღება ნატოში შეიძლება მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაშითუ რუსეთი იქნება ამაზე თანახმა.

ამგვარადფრაზა „ნატოში მაინც არ გვიღებენ“ შინაარსობრივად უდრის ფრაზას „ნატოში არ გვიღებენ რუსეთის თანხმობის გარეშე“ და რამდენადაც ნამეტნავად რთული წარმოსადგენია რუსეთი ამას ოდესმე დათანხმდესშესაბამისად ხდება იმ აზრის განმტკიცებაცრომ  ნატოში არასდროს არ მიგვიღებენ.

თუმცაქვეტექსტები ამით არ მთავრდება.

დამპლური თამაშები

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარელოგიკურად  ისმის მორიგი კითხვა: თუ დასავლეთმა იცოდარომ რუსეთის თანხმობის გარეშე ვერ მიიღებდა საქართველოს ნატოშირატომ გასცა ასეთი დაპირებარატომ მოიტყუა?

ცხადიააქ უნდა გამოვრიცხოთ ის ვარიანტებირომ დასავლეთში არ იცოდნენ რუსეთის პოზიცია ან ეგონათ, რომ დაითანხმებდნენრადგან რა რა და ამხელა ქვეყნებს თავიანთი სადაზვერვო და ანალიტიკური სამსახურებით შეუძლებელია დეტალურად არ სცოდნოდათ რუსეთის დამოკიდებულება ამ თემის მიმართამიტომ რჩება მხოლოდ ერთი ვარიანტიდასავლეთმა შეგნებულად მოიტყუაანუ ნატოში იცოდნენრომ მათი დაპირება არ შესრულდებოდა და მაინც დადეს მიღების პირობა.

ამის მიზეზი კითუ გულუბრყვილობას და არცოდნას გამოვრიცხავთშეიძლება ყოფილიყო მხოლოდ საქართველოს შეგულიანება და რუსეთის წინააღმდეგ წაქეზება, ერთი მხრივ, და რუსეთის გაღიზიანება და აგრესიისკენ წაქეზება, მეორე მხრივრაში სჭირდებოდა ეს ნატოს და ჭირდებოდა თუ არა საერთოდ – ამ შემთხვევაში უმნიშვნელოაშეთქმულების თეორიის მეთოდოლოგიით ყველაფრის ახსნა შესაძლებელია.

სხვანაირად რომ ვთქვა, „ნატოში მაინც არ გვიღებენ“ ლოგიკას თუ გავყვებითგამოვარომ ნატო გვითრევდა რუსეთთან დაპირისპირებაშიფაქტობრივად ომშირამეს ხომ არ გაგონებთ ეს ნარატივი?

შეჯამება

დასკვნის სახით თამამად შეგვიძლია ვთქვათრომ ფრაზა „ნატოში მაინც არ გვიღებენ“ ჰგავს ცნობილ რუსულ სათამაშო მატრიოშკასსადაც ერთ ხის თოჯინას თავს თუ მოხდიგამოჩნდება მეორემეორეს თუ  მოხდი თავს კიდევ ერთი გამოჩნდებამერე კიდევ ერთი და აამ ფრაზის შინაარსი თავის თავში იტევს კიდევ სხვა შინაარსებსკერძოდ:

) „ნატოში მაინც არ გვიღებენ“ ნიშნავსრომ არ გვიღებენ არა მხოლოდ ამ მომენტშიარამედ საერთოდ;.
არ გვიღებენ იმიტომრომ ამის წინააღმდეგია რუსეთინატო ვერ მიდის რუსეთის წინააღმდეგესე იგი რუსეთი მაგარია;
ნატომ მოგვატყუაროცა დაგვპირდა მიღებას და მაინც დაგვპირდა იმიტომრომ რეალურად მათი მიზანია საქართველოს დატაკება რუსეთთან.

და ეს ყველაფერი ჩატეულია ერთ პატარათითქოსდა ნეიტრალურ და უწყინარ ფრაზაშიფსიქოლოგები დამემოწმებიანრომ ასეთი დაფარული გზავნილები ძალიან ეფექტურად მუშაობსრადგან ურტყამს პირდაპირ ემოციას და არა რაციოსზემოაღნიშნული ქვეტექსტების აღქმა ხდება ერთბაშად და ერთდროულად და არა განსჯაგარჩევის შედეგად.

ასევე (ახლა უკვე პოლიტიკის ექსპერტები დამემოწმებიან), ყველა ზემოთ ჩამოთვლილი თეზისი არის პირდაპირი რუსული პროპაგანდასწორედ რუსეთი ამტკიცებსრომ ნატო ებრძვის რუსეთს და ამ მიზნით იყენებს და წირავს დაღუპვისთვის ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებსეს არის ერთერთი ფუნდამენტური თეზისირომელსაც ეყრდნობა რუსეთის პოლიტიკაროგორც თვითონ უწოდებენ, „ახლო საზღვარგარეთში“. გარდა ამისარუსული პროპაგანდის უმნიშვნელოვანესი განზომილებაა რუსეთის უძლეველობის მითის დამკვიდრება პოსტსაბჭოთა სივრცეში და რომ თითქოს დასავლეთი იძულებულია, შეეგუოს იმასრომ ეს სივრცე რუსეთის ექსკლუზიური გავლენის სფეროამართალიაუკრაინაში რუსეთის აგრესიამ და დასავლეთის რეაქციამ აგრესიაზეამ აზრს თითქოს საფუძველი გამოაცალამაგრამ როგორც ცნობილი ლიტერატურული დეტექტივი ნირო ვულფი ამბობსამქვეყნად ყველაზე დიდი ძალა ინერციის ძალაა.

სიმართლე

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს ერთი ფრაზა, „ნატოში მაინც არ გვიღებენ“ თავისთავად არის საკმაოდ ეფექტური რუსული პროპაგანდა მთელი თავისი ქვეტექსტებით და ქვეცნობიერზე მოქმედი შიგთავსებითმით უმეტესრომ იგი   თავისუფლად შეიძლება წარმოთქვას არაპრორუსმა და პროდასავლელმაცმაგრამ აქ არის ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსიქვეტექსტები და მატრიოშკას ეფექტი იმუშავებს მხოლოდ იმ შემთხვევაშითუ ჩვენ ვირწმუნებთ იმასრომ ნატოში არასდროს არ მიგვიღებენთუ ამას დავიჯერებთმაშინ, რასაკვირველია, ყველა ზემოთ ნახსენებ ქვეტექსტებსაც ლოგიკურად მივიღებთ.

მაგრამ საქმეც ის არისრომ ეს თეზა არ არის სიმართლე და საერთოდ საკითხის ასე დასმა არის პრინციპულად მცდარინატოში შესვლა არის საქართველოს სასიცოცხლო ინტერესიჩვენი ქვეყნისთვის მთავარი საფრთხეა რუსეთი და რუსეთისგან დაცვის ყველაზე საიმედო გარანტი არის დასავლეთინატოც ჩვენ გვჭირდება ამისთვის და არა იმიტომრომ სახელი მოგვწონს მისითუ რაიმე ალტერნატიული ვარიანტების განხილვაა აქ შესაძლებელიისევ და ისევ ნატოს წამყვანი ქვეყნების  (ამერიკაინგლისიმონაწილეობითანუ დასავლეთის სამხედრო სხვა ვარიანტი საქართველოს უსაფრთხოებისაუბრალოდ არ არსებობსთუ, რასაკვირველია, სერიოზულად არ განვიხილავთ იმასრომ რუსებს მოვთაფლავთ და „დავაი გენაცვალე ვიპიმტუდასუდა პაგულიაემ“ ტიპის ბაზარვაგზალით გამოვტყუებთ უსაფრთხოებას.

და ისრომ დასავლეთი დაპირებულია საქართველოს ნატოში მიღებას ტყუილი კი არ არისარამედ შესაძლებლობა და შანსიარომლის გამოყენებისთვისაც უნდა ვიბრძოლოთ და ვიმუშაოთ და არა ფეხი-ფეხზე გადადებული ველოდოთ, როდის მოიღებენ ჩვენზე მოწყალებას. ეს გულისხმობს პროაქტიულ საგარეო პოლიტიკას და გარკვეულ რისკებსაც.

ცხადიაეს არ არის ადვილიმაგრამ ადვილიროგორც ძველად იტყოდნენფლავის ჭამააპოლიტიკის კეთება კი პროცესია და ამ პროცესში საქართველოს პოლიტიკური მომავალი დიდწილად სწორედ ქართველი ხალხის არჩევანზეა დამოკიდებული.

თუმცაეს სხვა თემაამანამდე კითუ გვინდა უნებლიედ არ შევუწყოთ ხელი რუსულ პროპაგანდასარასდროს ვთქვათ ფრაზა – „ნატოში მაინც არ გვიღებენ“.

Cesko