უნგრეთი არ დაუშვებს იარაღის უკრაინაში გადაცემას! – პრემიერ-მინისტრი ორბანი

0
492
epa09784324 Hungary's Prime Minister Viktor Orban at the start of an Extraordinary virtual summit of NATO Heads of State and Government on the security situation in and around Ukraine at the NATO headquarters in Brussels, Belgium, 25 February 2022. EPA-EFE/STEPHANIE LECOCQ
26 Views

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა უაჰრყო უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების შესახებ და განაცხადა, რომ ეს უნგრეთის ინტერესების საწინააღმდეგო იქნება.

უნგრეთის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ზოლტან კოვაჩმა განაცხადა, რომ ვიქტორ ორბანმა უარყო ვოლოდიმირ ზელენსკის მოთხოვნები, რადგან ის ეწინააღმდეგება უნგრეთის ინტერესებს.

„უნგრეთს სურს ამ ომის მიღმა დარჩეს. ამიტომ ის არ დაუშვებს იარაღის უკრაინაში გადაცემას“, – აღნიშნა უნგრეთის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

ვიქტორ ორბანის თქმით, უკრაინის დასავლეთში უნგრელ უმცირესობას საფრთხე დაემუქრება, თუ უნგრეთი იარაღს გაუგზავნის უკრაინას.

ევროკავშირისა და ნატოს წევრმა უნგრეთმა უარი განაცხადა კიევისთვის სამხედრო დახმარების გაგზავნაზე ან მისი ტერიტორიის გავლით უკრაინისთვის იარაღის გადაცემაზე.

24 მარტს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირის ლიდერებს მიმართა და ვიქტორ ორბანს მოუწოდა, დაემტკიცებინა სანქციების გაფართოება, უნგრეთის ტერიტორიის გავლით იარაღის უკრაინაში გატარება და რუსეთთან საქმიანი კავშირების გაწყვეტა.

“იმედი”

Cesko