ბორის ჯონსონმა ვოლოდიმირ ზელენსკი უინსტონ ჩერჩილს შეადარა

0
485
38 Views

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მის პოლიტიკურ გმირს, გაერთიანებული სამეფოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს უინსტონ ჩერჩილს შეადარა. ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს.

„ვფიქრობ, პრეზიდენტმა ზელენსკიმ დაამტკიცა, რომ ის არის თავისი ხალხის საკმაოდ გამორჩეული ლიდერი – მან გააერთიანა ისინი და არის მათი ხმა,“ – განაცხადა რადიო LBC-თან საუბრისას, ბრიტანეთის პრემიერმა.

„ზელენსკიმ იცის, როგორც ეს ჩერჩილმა თავის თავზე თქვა, ის შეიძლება არ იყოს ლომი, მაგრამ მას აქვს ღრიალის პრივილეგია. ლომი, ეს უკრაინელი ხალხია, მან კი გამოხატა მათი ნება და დაუმორჩილებლობის გრძნობა“, – აღნიშნა ჯონსონმა.

Cesko