უკრაინის კონტრდაზვერვის უფროსის მოადგილედ დაინიშნა ადამიანი, რომელიც ბრალდებულია სააკაშვილის საქართველოში შემოპარების საქმეში

0
529
23 Views

მე როგორც ვიცი კონტრდაზვერვის უფროსის მოადგილედ დაინიშნა ადამიანი, რომელიც მხილებული და ბრალდებულია მიხეილ სააკაშვილის არაჟნებთან ერთად საქართველოში შემოპარების საქმეში. რბილად რომ ვთქვათ, ეს უხერხულობა არსებობს, – ამის შესახებ „ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება აღნიშნული საქმის გარკვევას უკრაინასთან დღეს, ამ მძიმე ვითარებაში არ აპირებს.

„გუშინ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აღიარა, რომ ადმინისტრაციასთან პირდაპირი კონტაქტები აქვთ დილით, შუადღეს და საღამოს. შემდეგ „ლელოს“ წევრები შეთანხმებულ ინიციატივებს აყენებენ. გასაგებია, რომ უმაღლესი თანამდებობის პირებად ინიშნებიან ადამიანები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის ისეთი თანამზრახველები არიან, რომ მასთან ერთად იხილებიან კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებში, მაგრამ ამ საქმეების გარკვევას დღეს უკრაინასთან არ ვაპირებთ. პირიქით – მხარს ვუჭერთ ამ ადამიანებს. მათ დღეს არ სჭირდებათ რაღაც საქმეების სიღრმეებში შესვლა. მათ სჭირდებათ მხარდაჭერა, რასაც ურყევად გამოვხატავთ მსოფლიოში ყველა პოლიტიკურ პლატფორმაზე და ჰუმანიტარული თვალსაზრისითაც“, – განაცხადა მდინარაძემ.

Cesko