„11 ფაქტი, რომელიც ყველა ქართველს მუდამ უნდა ახსოვდეს – რატომ არის ნაციონალური მოძრაობა ნაძირლების ჯოგი და რუსეთის მე-5 კოლონა“ – ჟურნალისტის ბრალდება

0
786
30 Views

ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა სოციალური ქსელით საზოგადოებას მიმართავს:

“11 ფაქტი, რომელიც ყველა ქართველს მუდამ უნდა ახსოვდეს

რატომ არის ნაციონალური მოძრაობა ნაძირლების ჯოგი და რუსეთის მე-5 კოლონა:

1. ქვეყანას ვერ ააცილეს რუსეთთან ომი, როცა კონდოლიზა რაისი და სხვა ლიდერები კატეგორიულად აფრთხილებდნენ სააკაშვილს, არ წამოგებოდა კრემლის პროვოკაციას.

2. დაკარგეს ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტზე მეტი, მათ შორის, ახალგორის რაიონი და კოდორის ხეობა ჩააბარეს უბრძოლველად.

3. ბრძოლის ველზე უპატრონოდ მიატოვეს გმირი ქართველი ჯარისკაცების გვამები და მათი გამოყვანა მხოლოდ პატრიარქის უშუალო ძალისხმევით, სასულიერო პირთა ჩართულობით მოხერხდა.

4. როცა ომი წააგეს, ტერიტორიები დაკარგეს და ქართველი ჯარისკაცების ცხედრები უპატრონოდ ჰყავდათ მიტოვებული, რუსთაველის გამზირზე გამართეს კონცერტი და ,,რუსეთის დამარცხება” იზეიმეს.

5. ომის შემდეგ რუსეთისთვის არ დაუწესებიათ არანაირი სანქცია.

6. ომის შემდეგ რუსეთთან ცალმხრივად გააუქმეს სავიზო რეჟიმი.

7. ომის შემდეგ მხარი დაუჭირეს რუსეთის გაწევრიანებას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში.

8. ომის შემდეგ ხმა მისცეს ევროსაბჭოს რეზოლუციას, რომელშიც ომის დაწყებად საქართველო იყო გამოცხადებული.

9. საქართველოს ასეულობით სტრატეგიული ობიექტი მიჰყიდეს რუსეთს და ქვეყნის ეკონომიკური და ენერგოუსაფრთხოება თითქმის მთლიანად გახადეს დამოკიდებული კრემლზე.

10. რუსეთისთვის ჩაბარებულ ტერიტორიებს უწოდეს ,,ქვების გროვა” და თქვეს, რომ ამ ომით საქართველომ ,,ამოისუნთქა”.

11. ახლა ცდილობენ, ყველაფერი გააკეთონ, რათა საქართველო კიდევ ერთხელ შეუგდონ მუხლუხოებში რუსულ სამხედრო მანქანას”, – წერს ხუბუა.

Cesko