24 თებერვალს რუსეთის შეტევა უკრაინაზე მესამე მსოფლიო ომის დასაწყისი იყო – ამის შესახებ ამერიკელი ფინანსისტი და Renaissance Foundation-ის დამფუძნებელი ჯორჯ სოროსი Project Syndicate-თან მიცემულ ინტერვიუში აღნიშნავს.
სოროსის თქმით, ამ ომს ცივილიზაციის განადგურება შეუძლია.
“პუტინი მალე 70 წლის გახდება და ის გრძნობს, რომ თუ მას სურს კვალი დატოვოს რუსეთის ისტორიაში, უნდა იმოქმედოს ახლა ან არასდროს.
ფიქსირებული იდეის გამო, პუტინმა აშკარად დაკარგა კავშირი რეალობასთან.
პირადად არ ვიცნობ, მაგრამ ძალიან ყურადღებით ვაკვირდები მის ქმედებებს და ვიცი, რომ ის დაუნდობელია. მან ჩეჩნეთის დედაქალაქი გროზნო ნანგრევებად აქცია და ახლა იმავეს ცდილობს უკრაინის დედაქალაქ კიევში.
პუტინმა გადაწყვიტა, დაესაჯა უკრაინა წინააღმდეგობის გაწევისთვის და დაიწყო მოქმედება ყოველგვარი დამუხრუჭების გარეშე. მან მთელი რუსული არმია ჩააგდო ბრძოლაში და უგულებელყოფს ომის ნებისმიერ წესს” – აღნიშნა მან.
„ნიუპოსტი“