“თავზარდამცემი აღმოჩნდა ამ ამბის გაგება” – ვინ არიან რიკოთზე გარდაცვლილი პოლიციელები და რა განცხადებას ავრცელებს მომხდარზე პროკურატურა?

0
567
31 Views

რი­კოთ­ზე მომ­ხდარ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის სამი თა­ნამ­შრომ­ლის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა. აღ­ნიშ­ნულ­თან დკავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა ავ­რცე­ლებს.

რო­გორც უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის ავ­ტო­მან­ქა­ნი­სა და FORD TRANSIT-ის მარ­კის ევა­კუ­ა­ტო­რის შე­ჯა­ხე­ბის შე­დე­გად, სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის სამი პატ­რულ-ინ­სპექ­ტო­რი გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო ერთი პატ­რულ-ინ­სპექ­ტო­რი და ევა­კუ­ა­ტო­რის მძღო­ლი მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბით სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

“სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ თბი­ლი­სი-სე­ნა­კი-ლე­სე­ლი­ძის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო მა­გის­ტრა­ლის 153-ე კი­ლო­მეტრზე მომ­ხდა­რი ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო.

12 მარტს, და­ახ­ლო­ე­ბით 10:45 სა­ათ­ზე, ხა­რა­გა­უ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ხუ­ნევ­ში გა­მა­ვალ თბი­ლი­სი-სე­ნა­კი-ლე­სე­ლი­ძის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო მა­გის­ტრა­ლის 153-ე კი­ლო­მეტრზე, სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ავ­ტო­მან­ქა­ნის და „FORD TRANSIT“-ის მარ­კის ევა­კუ­ა­ტო­რის შე­ჯა­ხე­ბის შე­დე­გად, სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის სამი პატ­რულ-ინ­სპექ­ტო­რი გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო ერთი პატ­რულ-ინ­სპექ­ტო­რი და ევა­კუ­ა­ტო­რის მძღო­ლი მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბით სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 276-ე მუხ­ლის მე-2 და მე-8 ნა­წი­ლე­ბით (ავ­ტო­მო­ბი­ლის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის ან ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის წე­სის დარ­ღვე­ვა, რა­მაც ორი ან მეტი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა და ჯან­მრთე­ლო­ბის ნაკ­ლე­ბად მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია) მიმ­დი­ნა­რე­ობს, ტარ­დე­ბა ყვე­ლა სა­ჭი­რო სა­გა­მო­ძი­ე­ბო და საპ­რო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვამს მომ­ხდა­რი ფაქ­ტის გამო, უსამ­ძიმ­რებს გარ­დაც­ვლილ­თა ოჯა­ხებს და ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს”, – ნათ­ქვა­მია უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

AMBEBI.GE-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვლი­ლე­ბი არი­ან კახა ბაღ­და­ვა­ძე, მურ­მან ლეჟა­ვა და მი­ხე­ილ მა­ჩი­ტა­ძე. ისი­ნი იმე­რე­თის სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი იყ­ვნენ. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, შემ­თხვე­ვის დროს სა­ჭეს ლეჟა­ვა მარ­თავ­და.

გარ­დაც­ვლილ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს მე­გობ­რე­ბი და ახ­ლობ­ლე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი პოს­ტე­ბით ემ­შვი­დო­ბე­ბი­ან:

“თავ­ზარ­დამ­ცე­მი აღ­მოჩ­ნდა ჩემ­თვის ამ ამ­ბის გა­გე­ბა ეხ­ლაც ვერ ვი­ჯე­რებ და შო­კი­რე­ბუ­ლი ვარ ღირ­სე­უ­ლი პი­როვ­ნე­ბა და სა­ა­მა­ყო პო­ლი­ცი­ე­ლი იყა­ვი. მე, რო­გორც მო­მა­ვა­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი, ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ შენ­ნა­ი­რი მა­გა­რი ადა­მი­ა­ნი იყო და იქ­ნე­ბა მუ­დამ ამ დიდი ოჯა­ხის ნა­წი­ლი მუ­დამ გვე­მახ­სოვ­რე­ბი და ისე ღირ­სე­უ­ლად და­ვი­ცავთ მუნ­დირს და ვა­ტა­რებთ, რო­გორც ამას შენ აკე­თებ­დი და რო­გორც შენ გა­გი­ხარ­დე­ბო­და. ვუ­სამ­ძიმ­რებ ოჯახს ამ დიდ ტრა­გე­დი­ას ჩვენს სტრუქ­ტუ­რას და სა­ქარ­თვე­ლოს”, – წე­რენ გარ­დაც­ვლილ­თა მე­გობ­რე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

Cesko