,,პუტინი უნდა მოკვდეს, მან ომი წააგო, რუსეთის მომავალი აღარ არსებობს” – რას წერს რუსი მწერალი

March 12, 20:43
0
400

რუსი მწერალი ვიქტორ შენდეროვიჩი, რომელიც 2022 წლის იანვარში რუსეთის რეჟიმს უცხოეთში გაექცა, პუტინზე წერს. მის წერილს ,,რადიო თავისუფლება” აქვეყნებს:

,,პუტინმა ომი წააგო. რუსეთმა ომი წააგო, რუსეთმა წააგო ყველაფერი, რუსეთმა წააგო მომავალი… კაცმა რომ თქვას, რუსეთი არ არსებობს, არ არსებობს რუსეთის სახელმწიფო. ის, რასაც ვხედავთ, არის აგონიაში ჩავარდნილი დრაკონი, რომელიც ტორებსა და კუდს სცემს ყველაფერს…

კიევს არ დაიკავებენ. და რომც დაიკავონ, რას გააკეთებენ იქ? მათ ფეხქვეშ მიწა დაეწვებათ… ოღონდ სასურველია, რომ დასავლეთი კვლავ არ ჩავარდეს მარაზმში და პუტინთან როგორც პარტნიორთან, არ დაიწყოს ლაპარაკი. ძალიან ძვირად გვიჯდება ეს კოლექტიური ჩემბერლენი ათწლეულების განმავლობაში…

ნუ ვიქნებით ფარისევლები, ტირანის სიკვდილი ისტორიის კეთილი დასასრულია. ფარისევლობაა ამ დროს ადამიანის სიცოცხლის ლეგიტიმურობასა და ღირებულებაზე ლაპარაკი. ტირანის სიკვდილი ყოველთვის ზეიმია.

მე ვმეგობრობდი გულაგელებთან. ლევ იმანუილის ძე რაზგონიც, ვაცლავ იანის ძე დვორჟეცკიც მეუბნებოდნენ, რომ მეზეიმა 5 მარტი, ეს დღესასწაულია. როცა ტირანი ჩაძაღლდება ხოლმე, ეს ზეიმია, ვინაიდან ტირანის სიკვდილი იხსნის უზარმაზარი რაოდენობის ადამიანთა სიცოცხლეს, პუტინის სიკვდილი უამრავი ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენს. და სისულელეებს შევეშვათ: ეს კეთილი დასასრულია. პუტინის სიკვდილი პრაქტიკულად ყველასთვის სასიხარულო იქნებოდა.

მოვლენებს თავ-თავიანთ სახელებს ვარქმევ, ეს იქნებოდა დიდი საჩუქარი ყველასთვის, მათ შორის შოიგუსთვის, და შეიძლება პირველ რიგში შოიგუსთვის, ვინაიდან ის ერთ-ერთია იმ პოტენციურ ადამიანებს შორის, რომლებიც შეიძლება მოძებნოს ხელისუფლებამ. აღარაფერს ვამბობ უკვე Forbes-ის მთელ სიაზე, რომელსაც დიდი ხანია სძინავს და ოცნებობს, რომ შერჩეთ ყველაფერი, ოღონდ პუტინის გარეშე, ოღონდ სანქციების გარეშე, ოღონდ ანგარიშების დაყადაღების გარეშე, ოღონდ კომოში და მაიამიში ვილებით, ბავშვებით, რომლებსაც ვიზები ექნებათ…

ახლა ჩვენ ფართო პლანით ვუყურებთ და არა ახლო პლანით. ახლო პლანია ომი უკრაინაში, „სპეცოპერაცია“, ესა, ისა, ერთი, მეორე, დეფოლტი… მაგრამ თუკი ფართო პლანით შევხედავთ, ჩვენ ვაკვირდებით რუსეთის იმპერიის გაჭიანურებულ კვდომას.

რადიო თავისუფლება

Cesko