(ვიდეო) – “სარაკეტო შეტევა ერაყში აშშ-ს საკონსულოზე – ეჭვი ირან/რუსეთზეა” – ბატიაშვილი

0
558
24 Views

აღმოსავლეთმცოდნე, რონდელის ფონდის მკვლევარი, ზურაბ ბატიაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

“ამ წუთებში სერიოზული სარაკეტო შეტევაა აშშ-ს საკონსულოზე ქ.ერბილში (ჩრდ. ერაყი). ეჭვი ირან/რუსეთზეა.

პირველი კადრები ქ. ერბილში არსებულ აშშ-ს საკონსულოზე მიტანილი სარაკეტო შეტევისგან, სადაც ჩამოვარდა 5-6 ფრთოსანი რაკეტა. ჯერჯერობით, ოფიციალური განცხადებები არ გაკეთებულა, მაგრამ ბუნებრივია, ეჭვი ირან/რუსეთზეა.

ქ.ერბილზე სარაკეტო თავდასხმის მასშტაბები უკეთ რომ წარმოვიდგინოთ, ეს არის თავდასხმის შედეგად გაჩენილი ხანძრის კერები ქალაქში. ისევ დაცხა ახლო აღმოსავლეთში.”

კომენტარებში წერენ:
ძალიან უცნაურია, ირანს, რომელსაც შეეძლო რუსეთის სანქცირებით უზარმაზარი სარგებლის ნახვა, ეს გაეკეთებინა. ნუ ან ისევ გააფანატეს.

მეც ასე ვფიქრობ, ირანზე ამის დაბრალება განსაკუთრებით ერთ ქვეყანას აწყობს, სამწუხაროდ ცუდი პოზიცია აქვს არჩეული, იმედია ვცდები.

რუსული ბალისტიკირია თავს დავდებ. ირანი ამხელა გეოპოლიტიკირი ცვლილებების ფანჯარასთან არ მოიკვეთავდა….

გამორიცხულია რავი. გაუფრენია მაშინ ყველას ერთად და ეგარის სავარაუდოდ რუსეთს უნდა ყურადღების გადატანა?

რუსეთია, ახლა ალალია ერთი ბომბი კრემლზე

რათ უნდა მაგას ბევრი საუბარი არ დაუშვებს ირანის ნორმალურ სამყაროში ინტეგრაციას ისრაელი

ამერიკა აპირებდა რომ ირანთან როგორმე კონსესუსითვის მიეღწია და სანქციები შეერბილებინა რადგან მას თავის მხრივ ევროპაში ენერგორესურსები მიეწოდებინა, რაც რუსეთისთვის რა თქმა უნდა მიუღებელია, დიდი ალბათობით რუსეთმა გააჩალიჩა რომ ირანს დაბრალდეს თორემ ირანელებს ეს ასეთ მომენტში ძალიან ძალიან არ აწყობდათ
  

აღნიშნული დასტურდება https://www.interpressnews.ge/-ს ინფორმაციითაც:

ერაყის ქალაქ ირბილში მდებარე აშშ-ის საკონსულოს მიმართულებით მინიმუნ 6 რაკეტა გაისროლეს, მათ შორის რამდენიმე საკონსულოს შენობას მოხვდა.

მედიის ინფორმაციით, აშშ-ის ხელისუფლების ოფიციალურმა პირმა, რომელმაც ანონიმურობის დაცვა მოითხოვა, განაცხადა, რომ რაკეტები მეზობელი ირანიდან გაუშვეს.

წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად არავინ დაღუპულა ან დაშავებულა.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ ისრაელის მიერ სირიაში, დამასკოში განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად ირანის რევოლუციური გვარდიის ორი წევრი დაიღუპა. საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავდასხმა მკაცრად დაგმო და შურისძიების პირობა დადო.

Cesko