,,ბაის და დათოს თვალები აქვთ დალურჯებული, მე თავი მარტყმევინეს იატაკზე” – რა შეემთხვა ბათუმში ანა სუბელიანს, ძმასთან და მეგობართან ერთად

0
1318
41 Views

,,ბათუმში, ახლახანს, კლუბ კიბეში ჯოჯოხეთი გამოვიარეთ მე, David Subeliani-მა და Bai Rósმა. უბედნიერესები ვიყავით, ძალიან კარგი საღამო იყო, მანამდე სხვაგან ვიყავით და რაღაცნაირად მანდ ამოვყავით თავი, წაგვიყვანეს მეგობრებმა, ვინმე ჩელოს დაბადების დღეა და კარგი სიტუაცია იქნებაო. ერთმანეთს ვეხუტებოდით და ვმხიარულობდით. ვიღაც მძორი მოვიდა და კაჩაობა დაგვიწყო, ჩელოს დაბადების დღეა და წესიერად მოიქეცითო. რას ქვია წესიერად მოვიქცეთ, რანაირად გველაპარაკებითო, აღვშფოთდით და ამ ტიპმა დაგვიწყო რტყმა და დაცვაც მოიხმო. ბაის და დათოს თვალები აქვთ დალურჯებული, მე თავი მარტყმევინეს იატაკზე. ჩვენც არ ვიცი რა ძალა მოგვეცა, მაგრამ კარგად ვატკინეთ ბევრ მოძალადეს. ვერც კი გვტკიოდა ვერაფერი, საშინლად ნაწყენები და შეურაცხყოფილები ვიყავით. რაღაც მომენტში დათოს ურტყამდა ბევრი და მთავარ ტიპს სამჯერ ჩავარტყი მოშნი წიხლი, მხოლოდ მაგით ვიმშვიდებ თავს, რაც არ უნდა სამწუხარო იყოს. კიდევ სამწუხაროა ის, რომ საშინელი აგრესიაა ახლა ჩემში, რომელსაც ასევე სამწუხაროდ, ჩემივე კეთილგონიერების და კანონმორჩილების გამო არ ვიყენებ და ალბათ არც გამოვიყენებ. კიდევ უფრო სამწუხაროა, რომ არც სამართალდამცავების იმედი მაქვს ოდნავადაც კი და მაგათთან კომუნიკაციის ჯოჯოხეთისთვის თავს უბრალოდ ვერ გავწირავ. ხვალ იქნებ გადავიფიქრო კიდეც, არ ვიცი. იქ მყოფი ადამიანების ნაწილმა გვითხრა, რომ ჩვენ ვინც გვირტყამდა, მათ შორის იყვნენ ამ კლუბის მფლობელები, ეს ჩელო და მამამისი. ვიღაცეები არ ადასტურებენ ამას, ამიტომ ზუსტად არაფერი ვიცით. მაგრამ ვიცით რომ მათია ეს სივრცე და მათი სახელით დაგვესხნენ თავს, სულ მცირე. მინდა მივცე შანსი ამ ხალხს (ესეც იმ შემთხვევაში, თუ თვითონ უშუალოდ არ ძალადობდნენ), რომ ბოდიში მოგვიხადონ საჯაროდ და ყველა მოძალადეს თავად გასცენ პასუხი! თუ არადა, ხვალ სხვანაირი პოსტის დაწერა მომიწევს!

სამშობლოვ, ფუ!”

Cesko