“ჩვენ დასავლეთის ამ ღორობას უკვე მივეჩვიეთ. ეს ყველაფერი არალეგიტიმური, უკანონოა …” – ალეკსანდრ ლუკაშენკო

0
470
26 Views

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს „ღორობა“ უწოდა და აღნიშნა, რომ ისინი უკანონოა. ამის შესახებ ლუკაშენკომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას განაცხადა.

„არაერთხელ განვაცხადე, რომ რუსეთის ფედერაციაც და ჩვენ მით უმეტეს ყოველთვის სანქციების ქვეშ ვართ. დღეს ისინი ბევრად მასშტაბურია, თუმცა ჩვენ დასავლეთის ამ ღორობას უკვე მივეჩვიეთ. ეს ყველაფერი არალეგიტიმური, უკანონოა და არღვევს ყველა საერთაშორისო შეთანხმებას”, – განაცხადა ლუკაშენკომ.

ამასთანავე, ალექსანდრე ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ უკრაინა ბელარუსზე თავდასხმისთვის ემზადებოდა.

Cesko