გიგი უგულავა სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო

0
396
31 Views

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიგი უგულავა სასამართლომ ძიუდოისტ ბადრი გავაშელიშვილის ცემის საქმეზე უდანაშაულოდ ცნო.

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილის თქმით, მართალია, კონფლიქტის მონაწილეებმა ერთმანეთს დაზიანება მიაყენეს, თუმცა მხარეების მიერ განვითარებული რომელიმე ვერსიის მისამხრობად დამატებით მტკიცებულებები, რომელიც სასამართლოს ერთი ან მეორე მხარის პოზიცია გაზიარების საშუალებას მისცემდა, არ არსებობდა.

შეგახსენებთ, საქმე თბილისის აეროპორტში 2019 წლის 11 დეკემბერს მომხდარ ფაქტს ეხებოდა. გიგი უგულავას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით ჰქონდა წარდგენილი, რაც ძალადობას გულისხმობს.

Cesko