ეს ბოლო პერიოდია ვდგავართ უცნაური ფაქტის წინაშე. რადიკალური ოპოზიციის დროშა ხელში აიღო ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში. ევროპარლამენტის წევრები არიან მედროშეები რადიკალური ოპოზიციის, – ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა წევრმა, ხათუნა ხოფერიამ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
„ხორციელდება მუდმივი მცდელობა იმის, რომ საქართველოში მოხდეს შეიარაღებული დაპირისპირება. ძალიან დიდი თანხები იხარჯება უკრაინაზე, ძალიან დიდი თანხები იხარჯება უკრაინიდან ლტოლვილებზე სხვადასხვა ქვეყანაში. ფულით მართული ქართული ოპოზიცია და „ენჯეოები“ განიცდიან სერიოზულ დეფიციტს, მათ შორის გარკვეული ტელევიზიები და „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც პოლიტიკური პარტია. მათ აქვთ მცდელობა, რომ იპოვონ ადამიანი, რომელიც შეძლებს ფინანსურად მათ დაკმაყოფილებას და შემდეგ კვლავ გავიდნენ პოლიტიკურ არენაზე. მათი დივიდენდები, მსოფლიო პოლიტიკურ დონეზე არის აბსოლუტურად ნულთან გატოლებული. ახლა მათ სჭირდებათ უბრალოდ გადარჩენა, სჭირდებათ ფინანსები“, – აღნიშნა ხათუნა ხოფერიამ.