“ეს უნდა იცოდეს და იცის ყველა საღმა ადამიანმა, მაგრამ არ იცის იდეოლოგიით გამოთაყვანებულმა და სახედაკარგულმა ადამიანმა!”

0
698
36 Views

 

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძე, სოციალურ ქსელში გზავნილს და ფოტოს ავრცელებს:

ნორვეგიის მთავრობა:
“ნატოს თვითმფრინავები და გემები გარკვეულ მანძილზე დაშორდნენ (ანუ უნდა მოსცილდნენო – დ.გ-ს შენ.) რუსეთ-ნორვეგიის საზღვარს” – განაცხადა ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანიკენ ჰიუტფელდმა.
მისი სიტყვებით, ნორვეგიის ინტერესებში “დამოუკიდებლად ვიზრუნებთ” საკუთარი ტერიტორიის დაცვაზე” – განაცხადა მან.
დიახ!
ახლა 21-ე საუკუნეა, და თუ მარიონეტული ხელისუფლება არ გყავს ხელისუფლებაში მოყვანილი, სხვისმსახური არ ხარ და ორიენტაცია ამ ე.წ. “პოლიტიკოსებს” ხელისუფლებაში თუ ვითომ ოპოზიციაში ფულის საკეთებელ დემაგოგიად არა აქვთ ქცეული, –
საღი პოლიტიკოსები საკუთარი ხალხისა და სახელმწიფოს უსაფრთხოებას და პრაგმატულ პოლიტიკას თავად უზრუნველყოფენ!
გარანტირებულად უზრუნველყოფენ!
ეს უნდა იცოდეს და იცის ყველა საღმა ადამიანმა,
მაგრამ არ იცის იდეოლოგიით გამოთაყვანებულმა
და სახედაკარგულმა ადამიანმა!

Возможно, это изображение (1 человек)

Cesko