“უკრაინას კი აღარავინ იცავს, ჩვენ გვაგინებენ ეს უზრდელი და უწიგნური ურაპატრიოტები” – ირაკლი ლატარია

March 8, 19:31
0
462

მთავრობის ადმინისტრაციასთან გუშინ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ირაკლი ლატარია.

ლატარია აღშფოთებულია იმ შეურაცხმყოფელი სიტყვებისა და ქმედებების გამო, რაც აქტივისტებმა სამართალდამცავთა მიმართ გამოიყენეს.

„საყვარელი რომ რაიმე გადაბრუნებულ სიტყვას მისწერს, 112-ში რეკავენ. ძაღლი ან კატა რომ წამოახველებს, 112- ში რეკავენ. საბურავი, რომ დაეშვებათ 112-ში რეკავენ და კიდევ უამრავი, უაზრო რამისთვის აწუხებენ ჩვენი პატრულის ბიჭებს და ამ დროს, მიდიან და რას აღარ აკადრებენ.

უკრაინას კი აღარავინ იცავს? ჩვენ, ჩვენ გვაგინებენ ეს უზრდელი, უწიგნური და ურაპატრიოტები,“- წერს ანალიტიკოსი და საზოგადოებას ქართული პოლიციის როლსა და მნიშვნელობას შეახსენებს.

„სწორედ ეს ბიჭები არიან, ვინც ტყვიას დაუდგებიან მტრისას, მაგრამ ვერ დაუდგნენ ფქვილს – მოყვრისას. ცხოვრებაში პირველად დავესესხები გიგა მაქარაშვილს: მრცხვენია ამ პარაზიტი, კოლექტიური ნანუკების, მანდ რომ დგანან,“- წერს ირაკლი ლატარია.

ცნობისათვის, აქციის მონაწილეებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება მოჰყვა გუშინ, მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ აქციას, რომლის მონაწილეებიც უკრაინის მხარდაჭერის პარალელურად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადადგომას ითხოვდნენ. აქციის მონაწილეებმა პოლიციელებს ფქვილი და ტუალეტის ქაღალდი ესროლეს, რასაც რამდენიმე აქტივისტის დაკავება მოჰყვა.

Cesko