ბიზნესმენი თამაზ გაიაშვილი ,,კვირასთან” აცხადებს, რომ დონეცკისა და ლუგანსკის მოსახლეობამ სთხოვა დახმარება რუსეთს, რადგან ასე გაგრძელება შეუძლებელი იყო, უფრო მეტიც, საქართველოს დასავლური კურსის შეცვლას ითხოვს.
,,რვაწლიანმა ომმა დონეცკისა და ლუგანსკის მოსახლეობა ერთხმად მიიყვანა გადაწყვეტილებამდე, რომ დახმარება რუსეთისთვის ეთხოვათ, ვინაიდან ასე გაგრძელება შეუძლებელი იყო…
უკრაინა 2004 წლის ე.წ. ნარინჯისფერი რევოლუციისა და მაიდანის სახელით ცნობილი 2014 წლის სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, წელში ვერ გაიმართა. ნაციონალისტური ტენდენციების გაღვივებაში, ნატო-სკენ აკვიატებულ სწრაფვაში, „სლავა უკრაინეს“ გაუთავებელ ძახილსა და რუსოფობიური განწყობების გაღვივებაში, ქვეყანა სამოქალაქო ომის გზას დაადგა. და, აი, შედეგიც… ჩვენი მწარე გაკვეთილიდან უკრაინელებმა საჭირო დასკვნა ვერ გააკეთეს და მოლიპულ გზას დაადგნენ, რამაც ჩვენსავით უმძიმეს შედეგამდე მიიყვანა.
ახლა უკრაინის მაგალითიდან მაინც გავაკეთოთ დასკვნა, რომ რუსეთთან, ვისთანაც 600-კილომეტრიანი საზღვარი გვაქვს, დაპირისპირება ხეირს არ მოგვიტანს… „რუსეთი ოკუპანტია“ და ა. შ. არასწორი მსჯელობაა. რუსეთის ოკუპანტობა რუსეთის მოწინააღმდეგე სამხედრო ბანაკისკენ ჩვენი გაუთვლელი და ჩვენთვისვე დამანგრეველი სწრაფვის შედეგია… რა დიდი მიხვედრა უნდა იმას, რომ ნატო-სკენ სწრაფვა ჩვენი ხელით ნატო-ს სამხედრო ინფრასტრუქტურის რუსეთის საზღვართან მიტანას ნიშნავს. საქართველო სამხედრო ნეიტრალიტეტის გზას რომ დადგომოდა, დღეს ტერიტორიულად მთლიანი, აღორძინებული და წელშიგამართული სახელმწიფო იქნებოდა…
სასწრაფოდ არის დასაწყები რუსეთთან პირდაპირი დიალოგი. აღსადგენია დიპლომატიური ურთიერთობა,სრულფასოვანი სატრანსპორტო კომუნიკაცია, სარკინიგზო მაგისტრალი. ეს არის გზა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და არა ის, რა გზასაც საქართველო და უკრაინა დღემდე ადგნენ და, რამაც ორივე სახელმწიფო ნგრევამდე მიიყვანა… საქართველოს საგარეო კურსი ფუნდამენტურად უნდა გადაიხედოს. დროა, გონს მოვეგოთ!”, – აცხადებს გაიაშვილი.
კვირა
,,უნდა შევეშვათ ,,რუსეთი ოკუპანტიას” ძახილს და ნატოს-კენ სწრაფვას” – თამაზ გაიაშვილი
101 Views