“ძალიან კარგად ვიცნობ ვლადიმირ პუტინს…გამორიცხულია!”-ტრამპი

0
563
122 Views

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. განცხადებას ექსპრეზიდენტი საკუთარ ვებგვერდზე ავრცელებს.

“სწორი მიდგომების შემთხვევაში, არანაირი საფუძველი არ არსებობდა უკრაინაში ასეთი მდგომარეობის შესაქმნელად. ძალიან კარგად ვიცნობ ვლადიმირ პუტინს და ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ის არასდროს იზამდა იმას, რასაც ახლა აკეთებს, გამორიცხულია! ბაიდენის პრეზიდენტობის დროს რუსეთი ძალიან გამდიდრდა, ნავთობის ფასი გაორმაგდა, მალე კი გასამმაგდება და გაოთხმაგდება. ნავთობის ფასები კიდევ უფრო გაიზრდება, პუტინი კი არა მხოლოდ იღებს იმ ყველაფერს, რაც ყოველთვის სურდა, არამედ მდიდრდება კიდეც. ჩემი პრეზიდენტობის დროს ამერიკა ენერგოდამოუკიდებელი იყო, საწვავის ფასები კი დაბალი რჩებოდა. ახლა ჩვენი ქვეყანა სრულ ქაოსშია”. – წერს ტრამპი.

Cesko