ირაკლი ხომასურიძეს, რომელმაც დავით ბერძენიშვილსა და ხათუნა სამნიძეს შეურაცხყოფა მიაყენა, პატიმრობა შეეფარდა

June 8, 18:00
0
544

თბილისის საქალაქო სასამართლომ რუსთაველის გამზირზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებულ ირაკლი ხომასურიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ბრალდების მხარემ სხდომაზე პატიმრობის შუამდგომლობა დააყენა. პროკურორის განცხადებით, არსებობდა ახალი დანაშაულის ჩადენისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეები. დაცვის მხარე კი ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას, ხოლო ალტერნატივად 1 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა. სასამართლომ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, მაგრამ მოსამართლე ლაშა კლდიაშვილმა სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია.

ცნობისთვის, ​რუსთაველის გამზირზე, ქაშვეთის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთ ლიდერს, დავით ბერძენიშვილსა და პარტიის თავმჯდომარეს, ხათუნა სამნიძეს ორი უცნობი მამაკაცი სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდა.

Cesko