“აი, ეგრე იცის, ლევანა ბერძენიშვილით რომ სწავლობთ ისტორიას და წიგნის გადაშლა არ გინდათ! – ბაკურ სვანიძე

June 8, 16:47
0
816

ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე წერს:

“დიდი ს ი რ ც ხ ვ ი ლ ი ა ხალხო! აი, ეგრე იცის
ლევანა ბ ე რ ძ ე ნ ი შ ვ ი ლ ი თ რომ სწავლობთ
ი ს ტ ო რ ი ა ს და წიგნის გადაშლა არ გინდათ!
უკვე სამ-ოთხ კედელზე ვნახე შეკითხვა –
“ხალხო, ე რ ე კ ლ ე მეფე, მართლა მ უ ს ლ ი მ ი
იყო და მუსლიმად მოკვდაო?” – და მიდის გარჩევა…
ჯერ ჩემი მ ე გ ო ბ რ ი ს კედელზე წავიკითხე –
“რეებს არჩევთ ხო არ გაგიჟდითო” და არ მჯეროდა,
რომ ამას ვინმე მართლა არჩევდა! მერე უკვე
თავადვე ვიხილე გარჩევები! აი, ეს ჩემი მეგობარი
უ მ უ შ ე ვ ა რ ი ა ლამის მთელი ცხოვრება და
“პ ა ტ ა რ ა კ ა ხ ი მოკვდა როგორც მ უ ს ლ ი მ ი” –
ასეთი პოსტების ავტორები კი, სხვადასხვა საჯარო
დაწესებულებებში ყრიან დეპარტამენტების თუ
სამსახურების უფროსებად, ზოგნი კიდე სულაც
ტ რ ე ნ ი ნ გ ე ბ ს ატარებენ “პროექტების მართვის
ეჯაილ მეთოდოლოგიაში” და სხვა მისთანებში…
ზოგი ასეთი სულაც ლ ე ქ ც ი ე ბ ს კითხულობს!
ბიჯო! ერეკლე მეორე მუსლიმად მოკვდა კი არა,
ცხოვრებაში ერთი წამითაც კი არ ყოფილა მუსლიმი!
მეტიც – არასოდეს არავის მოუთხოვია მისთვის
რჯულის შეცვლა! პირიქით, მაშინ ისეთი ვითარება
იყო, ი რ ა ნ ი ს შაჰები ცდილობდნენ არ განეწყოთ
მათდამი მტრულად ერეკლე და არაფერს სთხოვდნენ!
მუსლიმად რომ მოკვდა, ეგ იყო ერეკლე პ ი რ ვ ე ლ ი,
იგივე ნ ა ზ ა რ ა ლ ი ხანი და არა ერეკლე მ ე ო რ ე…
ვაიმე, ვაიმე, რეებზე მიწევს წერა და ლაპარაკი…
მოგიდღანთ “ინტელექტუალი” ბერძენა და ბენდუ აჰა!”

ბაკურ სვანიძე, პუბლიცისტი; სოციალური ქსელი

 

Cesko