„ბიძინას ფულებს უთვლით შვეიცარიის ბანკში და Елена Хоштария-ს რუსული რუბლების ჩარიცხვას “აპრავებთ”?.. ფუი თქვენი” – ხათუნა ხოფერია

0
904
302 Views

ყოფილი პარლამენტარი, ხათუნა ხოფერია “დროას” ლიდერის, ელენე ხოშტარიას ირგვლივ აგორებულ სკანდალს სოციალურ ქსელში ეხმაურება:

“აუფ, ნიკამდრო მელია გამოესარჩლა Елена Хоштария-ს, პირად ინფორმაციას ავრცელებენო…

ივანიშვილის საბანკო ანგარიშეები პირადი არ არის?… სანქციებს რომ ითხოვთ და ფაქტების გარეშე რუსული ფულიაო რომ ყროყინებთ?!…

ბიძინას ფულებს უთვლით შვეიცარიის ბანკში და Елена Хоштария-ს რუსული რუბლების საქართველოში ჩარიცხვას აპრავებთ?!…

თქვენ, რუსეთის აგენტებო!

თქვენ, რუსეთუმეებო!

თქვენ, საქართველოს გამყიდველებო!

ფუ თქვენი რააა…”, – წერს ხოფერია.

შეგახსენებთ, რომ “იმედის” ინფორმაციით, ელენე ხოშტარიას მამას რუსეთიდან მილიონობით რუბლი ერიცხება.

მოგვიანებით პოლიტიკოსმა ფეისბიქზე განმარტა: “მამაჩემი არის სოლიკო ვირსალაძის მემკვიდრე, თეატრის მხატვრის, რომელიც მეოცე საუკუნეში მოღვაწეობდა მარიინსკის თეატრში და რომლის სპექტაკლები მთელ მსოფლიოში იდგმება. შესაბამისად, ჰონორარები ერიცხება ყველა მისი დადგმული სპექტაკლიდან უკვე 25 წელია”.

 

Cesko