“თქვენი მოკვლაც უნდათ, ქალბატონო ინგა…– ნიკა მელია

0
755
96 Views

“ენმ”-ის თავჯდომარე, ნიკა მელია, “ტვ პირველთან” ამბობს:

-შესაძლებლობის ფანჯარა, რომელიც გაიხსნა, არანაირად არ არის გამოყენებული არ არის ეს ხელისუფლება სუვერენული ხელისუფლება, სიმართლე ესაა, ფაქტებით ვსაუბრობ, ბრმად არავის ვაწებებ იარლიყს ამას აღარ ქვია პრორურსული ინტერესების გატარება, ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც თავიდან ბოლომდე კონტროლდება რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელების მიერ კი არა, რუსეთის სპეცსამსახურების მიერ, მესამე და მეორე დონის მმართველები მართავენ ჩვენ ხელისუფლებას – ეს არის სიმართლე. ამ ხელისუფლებას არ უნდა არც განვითარება, არც პროგრესი. სიტყვის თავისუფლება როდესაც არ გინდა, პოლიტიკური ოპონენტი რომ მტერი გგონია, ან მოკვლა გსურს მისი, ან დაპატიმრება, ეს ნიშნავს, რომ შენ არ გინდა ქვეყანაში ოდესმე ცხოვრობდეს მდიდარი მოქალაქე.

ინგა გრიგოლია:

-მოკვლა ვისი უნდათ?

ნიკა მელია:

-თქვენიც, ქალბატონო ინგაც, თქვენიც, ნებისმიერი ადამიანის. ყველა, საზოგადოებრივად აქტიური ადამიანის, ჟურნალისტის… სურვილი რომ აქვთ, რომ არ არსებობდეთ, ამაში ეჭვი ხომ არ გეპარებათ? ყველა ადამიანი, ვინც ბორბლებში ჯოხია ამ რეჟიმისთვის, არასასურველია ცოცხალი რომ იყოთ უბრალოდ და არსებობდეთ. ახლა როცა ყველაფერს უნდა ცდილობდე, რომ მონაწილე გახდე სანქციების პროცესისა, ხმასაც არ იღებ. აშშ-ში ჩადის გერმანიის კანცლერი და საუბრობს, რომ იწყებენ ენერგეტიკის მიმართულებით იწყებენ მუშაობას და არ უნდათ დამოკიდებული იყვნენ რუსეთზე – ეს არის ახალი სიტყვა. გამოდის ბაიდენი და ამბობს, რომ თუკი რუსეთი შეუწყვიტავს გერმანიას და ევროპას გაზის მიწოდებას, აშშ იღებს ვალდებულებას თხევადი გაზით მოამარაგოს მთელი ევროპა… იმავე პრესკონფერენციაზე გერმანიის კანცლერი ამბობს, თუ შეგვიწყვიტავს ევროპას გაზის მოწოდებას, მათ იდარდონ, რომ ვერ გაყიდიანო. ეს ნიშნავს, რომ რუსეთმა უკვე მარცხი იწვნია თავისი მუქარებით. როცა რუსულ გაზზე უარს იტყვის ევროპა, თავისუფლება და დემოკრატიული ღირებულებები გაიმარჯვებს – ამ დროს ვოლსკი, მათიკაშვილები, კობახიძეები და მდინარაძეები უხერხულად მეჩვენება, რომ საერთოდ წარმოდგენილი არიან პოლიტიკურ ელიტად. ცენტრალური პოლიტიკური მაგისტრალიდან, მეორე ხარისხოვან გზაზეც რომ აღარა ხარ, სოფლის გზებზე გადაადგილდები და ყანებში დადიხარ – ერთი სული გაქვს, რომ არ შეგამჩნიოს დასავლეთმა… არც წავიდოდა ღარიბაშვილი მიუნხენის კონფერენცია… ჩავიდა მოწმედ…

Cesko