“შეაჩერე კორუფციას” თანადამფუძნებელი ვატო გელაშვილი სოციალურ ქსელში წერს: “სკანდალური ამბები – ოცნება ჩამოშლის პირასაა” და იუმორისტულ ვიდეოს აქვეყნებს.
ვიდეოში იგი ამბობს:
“ბიძინა ივანიშვილმა კობახიძეს უთხრა რომ კოვიდი აიკიდეო, ღარიბაშვილს ყვითელი აუნთო, მდინარაძეს – წითელი, მაგრამ მწვანე ვის აუნთო, ამას ჯერჯერობით მალავენ. სალომე ზურაბიშვილმა ღარიბაშვილი დოკუმენტების მითვისებაში ამხილა – დიდი სკანდალი ქართულ ოცნებაში. დაუპირისპირდება, თუ არა ღარიბაშვილს სალომე ზურაბიშვილი კოსტუმების საქმეზე? დღეს გამართულ ჩაის სმაზე, სალომე ზურაბიშვილმა ღარიბაშვილს შაქარი არ მიაწოდა.”
მართალია, ვიდეო იუმორისტულია, თუმცა, დიდი განსხვავება არსებულ პოლიტიკურ რეალობასთან სულაც არ არის, ქართულ პოლიტიკაში მართლაც შეიძლება შაქრის არ მიწოდების გამო “ომის” დაწყება და პირიქით, შაქრის მიწოდების გამო, “ომის” დასრულება.