ყაზახეთში მყოფი ქართველები დახმარებას ითხოვენ. ბაჩანა მელაშვილი სოციალურ ქსელში ვიდეო მიმართვას ავრცელებს და იმ მძიმე პირობებზე საუბრობს, რაც მის გარშემო ხდება:
“გავიჭედეთ ოთხი ადამიანი აქეთ, რა შეიძლება რომ გავაკეთოთ, ვინმემ თუ იცით ვის შეიძლება დავეკონტაქტოთ ან საქართველოში, ან აქ, ვინმეს თუ ვინმე გყავთ, იმიტომ, რომ მაღაზიებში არაფერი არ იყო, ვერაფერი ვიყიდეთ, საკვების პონტშიც ძალიან ცუდ სიტუაციაში ვართ. ერთი სიტყვით, ძალიან გვიჭირს ყველანაირად, გარეთაც ვერ გავდივართ, აქ სროლებია, ხალხს ხოცავენ გარეთ, ვერაფერს ვერ ვახერხებთ, თუ ვინმეს შეგიძლიათ რამენაირად, რომ დაგვეხმაროთ, ან გვითხრათ, ვინმეზე, რომ გყავთ აქ ალმაატაში ახლობელი, შინაური, ვისაც შეიძლება ცოტა ხნით შევეფაროთ, ან საკვებით დაგვეხმაროს, ძალიან გთხოვთ შემეხმიანეთ”, – ამბობს ბაჩანა მელაშვილი.