(ვიდეო) “არავინ არ გაბედოს და ვიღაცამ ვიღაცას არ დაურეკოს – ეს გიჟი მღვდელი გააჩუმეთო!” – რა სკანდალურ განცხადებას აკეთებს მამა პეტრე კოლხი

0
916
28 Views

“არ მაინტერესებს პოლიტიკური სპექტრი, არ მინდა ჩემს ქვეყანაში რეალური ადამიანები რეალურად კვდებოდნენ რეალური შიმშილით, ეს არის ხელისუფლების ბრალი,” – ეს განცხადება მამა პეტრე კოლხმა “რეაქციაში” სტუმრობისას განაცხადა.

როგორც მან გადაცემაში კომუნალურ გადასახადებებზე ფასების ზრდასთან დაკავშირებით განაცხადა, ის არასდროს ყოფილა მხარე და მთელი ცხოვრება მხოლოდ სიმართლისთვის იბრძვის.

“არ მაინტერესებს პოლიტიკური სპექტრი, არ მინდა ჩემს ქვეყანაში რეალური ადამიანები რეალურად კვდებოდნენ რეალური შიმშილით, ეს არის ხელისუფლების ბრალი. არ მინდა, მარტო ჩემს ოჯახს და შვილებს არა, აი, ჩემს უკან ადამიანებს ახალი წლის მერე შუქი ჩაუჭრან იმიტომ, რომ კუმუნალური გადასახადებები ვერ გადაიხადენ. არ მინდა ქალაქში რომ გამოვალ სიყვარულით, სიცოცხლით სავსე ქალაქის სლოგანები წავიკითხო იმიტომ, რომ იმის მიღმა შუქი ჩაქრა. ჯერ სულიერი შუქი ჩაგვიქრეს, ოცნება მოგვიკლეს ახლა კი მატერიალურ შუქსაც გვიქრობენ. ხელისუფლებამ მოგვიკლა ოცნება… ახლა არავინ არ გაბედოს და ვიღაცამ ვიღაცას არ დაურეკოს ეს გიჟი მღვდელი გააჩუმეთო!” – განაცხადა მამა პეტრემ.

გრიგოლიას კითხვაზე, რას ქვია ვირაცამ ვიღაცას დაურეკოს, შესაძლოა რომ ვინმემ საპატრიარქოში თქვენთან დაკავშირებით დარეკოს, მამა პეტრე კოლხი აღნიშნულს არ გამორიცხავს.

“გინდაც საპატრიარქოში… არის შანსი. მე სიმართლისთვის ვიბრძვი და ვიბრძოლებ მთელი ცხოვრება. არავის მხარე არ მაინტერებს და მხარეს არასდროს ვარ. არავინ არ გაბედოს ამის გამო და თქვა, რომ ეს მღვდელი გააჩუმეთო. ჩემო ძვირფასებო, თქვენდა გასაოცრად მინდა გითხრათ, რომ ლაპარაკი ჯერ არ დამიწყია. ეს მხოლოდ პროლოგია,” – განაცხადა მამა პეტრემ.

 

Cesko