თინა კანდელაკი რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ტელეკომპანიის, ТНТ-ს გენერალურ დირექტორად დაინიშნა

0
599
43 Views

თინა კანდელაკი ТНТ-ს გენერალურ დირექტორად დაინიშნა.

“მადლობა ყველას გულწრფელი მილოცვისთვის! ТНТ ტელეარხის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნა დიდი პასუხისმგებლობაა. ⠀მადლობა ჰოლდინგის და ა.ა.ჟაროვს ნდობისთვის, რომან პეტრენკოს მხარდაჭერისთვის,

ТНТ -ს გუნდს და ყველას, ვისთანაც თვეზე მეტია ვმუშაობ. მეგობრული ურთიერთობისთვის და ქვეყნის მთავარი გასართობი არხის შედეგების შენარჩუნებისა და გაზრდის სურვილისთვის. ჯერჯერობით სათქმელი აღარაფერია, სამუშაო ბევრია. ასე, რომ გვიყურეთ @tnt_online-ზე და არ გადართოთ” – წერს სოციალურ ქსელში თინა კანდელაკი.

აღნიშნულ ცვლილებაზე წერს რუსული მედიაც.

Cesko